ქართული ავტომობილი, რომელიც კანადაში იყიდებოდა

„კოლხიდა“ იგივე „ცირკის ცხენი“, "შინ­მო­უს­ვლე­ლი" და „სპორტქარი“- როგორ იქმნებოდა "ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბის“ ისტორია

"ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა" - ეს ფრა­ზა დღეს შე­იძ­ლე­ბა ზედმეტად ხმა­მაღ­ლა ჟღერს, მაგრამ პირველი ქართული ავტომობილი ქუთაისის ავტოქარხნის კონვეიერიდან 1951 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა. თავის არსებობის განმავლობაში ქარხანამ 8 სახეობის სატვირთო გამოუშვა. სწორედ ქუთაისში, ქართველი კონსტრუქტორების მიერ, საბჭოეთში პირველად შეიქმნა უკაპოტო, კაბინიანი ავტომობილი (მძღოლის საძინებლით).

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა წელიწადში 20 000 ავტომობილს უშვებდა, სადაც დასაქმებული იყო 16 000 კაცი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარხნის მესვეურებმა ინვესტორების მოზიდვა სცადეს, იყო მოლაპარაკება გერმანელებთან, ინდოელებთან, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა ხუმ­რო­ბის თე­მადაც იქ­ცა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მანქანა თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მა­ინც ას­რუ­ლებ­და. ქარ­თუ­ლად მას "შინ­მო­უს­ვლე­ლი" უწოდეს, ალ­ბათ, იმის გამო, რომ მას­ში მჯდო­მ ადა­მი­ა­ნს შინ უსაფ­რთხოდ დაბ­რუნ­ების გარანტია არ ჰქონდა. გარანტიის არარსებობას ხე­ლი არ შე­უშ­ლია ­ავ­ტო­მო­ბი­ლების მწარმოებლებისთვის­, 8 მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი და მი­საბ­მე­ლის სა­მი მო­დე­ლი გა­მო­ეშ­ვათ. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­დე­ლად მოს­კო­ვის სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხნის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი (ЗИС-ის) სატ­ვირ­თო გა­მო­ი­ყე­ნეს და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი КАЗ-150-ის შექ­მნა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა აქ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და მას მოჰ­ყვა КАЗ 585 Б, ცე­მენ­ტმზი­დი КАЗ-601; თვით­მცლე­ლი КАЗ 600. რო­გორც ამბობენ, არც ერ­თი მათ­გა­ნი მოს­კო­ვუ­რი პრო­ტო­ტი­პის ას­ლი არ ყო­ფი­ლა. იყო მათ­ში რა­ღაც ქარ­თუ­ლიც. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ეს ­მან­ქა­ნე­ბი იხ­ვე­წე­ბო­და.

КАЗ-608В (შინმოუსვლელი) - სწორედ ესაა ყველასათვის ცნობილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქართული ავტო უსაფრთხო არ იყო, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ეს მოდელი კანადაშიც კი იყიდებოდა. მოკლე პერიოდში მანქანამ შეძლო უდიდესი კონკურენცია გაეწია მანამდე ყველასათვის კარგად ცნობილი და გამოცდილი Газ-66-სთვის. КАЗ-ის ერთ-ერთი უდედისი პლუსი იყო 155-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა (გაზ-66 ბენზინის ძრავით იწარმოებოდა), ასევე სამ მხარეს მოძრავი საბარგული, რაც მოსახერხებელი გახლდათ ტვირთის ჩამოცლის დროს. აღსანიშნავია დიფერენციალის ბლოკირებებიც, რაც 80-იანი წლებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი წარ­მო­ე­ბის და­საწყ­ი­სად იქ­ცა КАЗ-605-იც, რო­მე­ლიც "კოლ­ხი­დას" სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ მო­წო­ნე­ბუ­ლი, 1958 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ეს 5-ტო­ნი­ა­ნი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, თუმ­ცა, თა­ვი­სი და­ბა­ლი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად კი სიჩ­ქა­რის გა­მო, "მად­ლი­ერ­მა" მძღო­ლებ­მა "ცირ­კის ცხე­ნი" შე­არ­ქვეს. ქუ­თა­ი­სუ­რი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ავტო 70-ი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს აეწყ­ო, რო­მელ­საც КАЗ-4540 ეწო­და. ის იყო პირ­ვე­ლი, სატ­რან­სპორ­ტო-­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ი­დან, მაგ­რამ მხო­ლოდ 1984 წლი­დან მო­ი­პო­ვა სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სულ ბო­ლოს ქუ­თა­ი­სის ქარ­ხა­ნამ 5 ათა­სი ГКБ-8535-01 გა­მო­უშ­ვა, სა­ი­და­ნაც რუ­სეთ­მა მხო­ლოდ 40 ერ­თე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა. აი, აქ მთავ­რდე­ბა მსხვი­ლი ავტოპრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რია ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარ­ხა­ნა­ში. თუმ­ცა, ეს მა­ინც არ ყო­ფი­ლა და­სას­რუ­ლი. ქუ­თა­ი­სელ­მა ავ­ტო­მწარმოებლებმა ინ­დუ­რი კომ­პა­ნი­ის დაკ­ვე­თით, მა­თი­ვე შექ­მნი­ლი ნა­წი­ლე­ბით, ინ­დუ­რი ჯი­პის "მა­ჰინ­დრას" აწყ­ო­ბა და­იწყ­ეს. ეს იყო არცთუ შო­რე­უ­ლი 2002 წე­ლი. ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმაც ვერ გა­ა­მარ­თლა და მა­ლე­ვე დას­რულ­და.

ქუთაისი რომ ქართული ავტოწარმოების ”მექაა”, ეს 2002 წლის შემდეგაც გამოჩნდა. უახლოეს წარსულში ქუთაისელმა მამა-შვილმა, მამუკა და გიორგი ქვარიანებმა და მათმა მეგობრებმა, საკუთარი ხელით შექმნილი სპორტული ავტომობილის პრეზენტაცია გამართეს. მანქანა ერთი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას და ქართულ რეალობაში ნამდვილად ახალი სიტყვაა.

გიორგი ქვარიანის თქმით, ავტომობილის შექმნის იდეა ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში გაუჩნდა. „რაც კალმის დაჭერა ვისწავლე, სულ მანქანებს ვხატავდი. ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით და 2006 წელს გადმოვედით ქუთაისში საცხოვრებლად. მოსკოვში მრბოლელი ვიყავი და შესაძლოა, კარიერაც ამეწყო, მაგრამ საქართველოში აღარ იყო ამის საშუალება, ამიტომ მთლიანად მანქანის აწყობის იდეაზე გადავერთე. თანაც ისე მოხდა, რომ სწორ ადგილას მოვხვდი, სწორ დროს, იმ ხალხის წრეში, ვინც ჩემი იდეა გაიზიარა და გადავწყვიტეთ, ამ საქმეს შევჭიდებოდით. ასე დაიბადა პირველი ქართული სპორტული მანქანა, ე.წ. სპორტქარი. თავდაპირველად ძალიან გვეიოლებოდა გაკეთება, მაგრამ ეს გადაიქცა ურთულეს პროცესად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გვინდოდა, ყველაფერი ჩვენი დამზადებული ყოფილიყო, გარდა იმ ტექნიკური ნაწილებისა, რომელის ფიზიკურად შექმნა შეუძლებელი იყო (ძრავი, გადაცემათა კოლოფი და სხვ.) მაგ. ძრავი, "ბმვ"-ის გამოვიყენეთ“- ამბობს პროექტის ავტორი. მისივე ინფორმაციით, მანქანის შექმნა დაახლოებით 100 000 დოლარი დაჯდა და მას 4 წელი ხელით „აკოწიწებდნენ“.

თუმცა ამით არაფერი დასრულებულა... წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, რამდენჯერმე იყო მცდელობა, საქართველოში უცხოური ავტომწარმოებლების შემოყვანის, რომლებიც ადგილზე დაარსებდნენ თავიანთ წარმომადგენლობებს და საქართველოში ცნობილი ბრენდის ავტოებს ააწყობდნენ. უფრო კონკრეტულად, მოლაპარაკებები მიმდინარეობა ერთ-ერთ ჩინურ ავტომწარმოებელთან, თუმცა ეს მცდელობა მაშინ უშედეგოდ დასრულდა. უცხოელი ავტომწარმოებლების საქართველოში შემოსვლაზე რამდენიმე თვის წინ, ამჟამინდელ ხელსუფლებაშიც ალაპარაკდნენ. ჯერჯერობით უცნობია, კომპანია იქნება ევროპული, აზიური, თუ ამერიკული, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ცნობილი ბრენდის ავტომობილები აეწყობა.

მარი მელიქიშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა