მკვლელი საცობები

"ავტოკოლაფსიდან მკვლელ საცობებამდე ერთი ნაბიჯია", - აცხადებს კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი.

იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი არსებობს ამ ვითარებიდან ექსპერტი ვასო ურუშაძე­ გვესაუბრება:

- საგანგაშო მდგომარეობაა. ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია არა­ მხოლ­ოდ­­­ პიკის საათებში, დღის განმავლობაში­ თითქმის პარალიზებულია დედაქალაქის­ ყველა სტრატეგიული სატრანსპორტო­ კვა­ნძი.­ საცობების კერაა სააკაძისა და გმირთა­ მოედნები, თამარაშვილისა და უნივერსიტ­ეტის ქუჩების კვეთა, 26 მაისის მოედანი­ და სხვ. სასწავლო და სამუშაო წელი დაიწყო და ვითარება უფრო გამძაფრდა.  უკვე ცხადია, რომ ზამთარში მოძრ­აო­ბის პარალიზება გარდაუვალია. მდგომარეობა გაუარესდება, თუ უხვი ნალექი მოვიდა, ამას დაემა­ტება­ ტემპერატურის ვარდნა და ყინვა. შედეგად, ავტოსატრანსპორტო­ საშუალებების გამტარუნარიანობის კოეფიციენტი ბევრად შემცირდ­ება.­ ასეთ დროს, მოსახლეობასთან­ ერთად,­ პრობლემები ექმნება საგა­ნ­­გე­ბო­ სიტუაციების სამსახურის (სას­წრა­ფო, სახანძრო და სხვა) ავტო­მობილების მიმოსვ­ლასაც, რაც შესაძლოა, ტრაგიკული შემთხვევების ზრდის მიზეზიც გახდეს. ახლავე ვაცხადებ: მალე საცობების პრობ­ლემა ქუჩებს გასცდება და ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, ეკოლოგიასა და სხვა მნიშვ­ნელოვან ფაქტორებზე მოახდენს გავლენას.

- რას უკავშირებთ თბილისში "მკვლელი­ საცობების" წარმოქმნას?

- 2005 წლიდან დღემდე საქართველოს ავტოპარკს ყოველწლიურად დაახლო­ებით 100 000 ავტომობილი შეემატა. 2012 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო 900 000 ავტომობილი, დღეს ამ რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა არსებობს სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიც. 2014 წლის აპრილიდან შეწყდა მეორადი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში, რამაც ავტომობილები მკვეთრად გააიაფა. ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ალტერნატიულ, შედარებით იაფფასიან საწვავზე, გაზზე გადაყვანამ ერთ დროს ფუფუნების საშუალების სტატუსის მატარებელი ავტომობილი ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ცხადია,­ ავტომობილების რაოდენობის ზრდის­ კოეფიციენტი­ ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურ­ული განვითარების კოეფიციენტს აღემატება. პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა ხელისუფლების, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა, მაგრამ  თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისის­ 2015 წლის ბიუჯეტში არ არის თან­ხები გამოყოფილი ახალი ესტაკად­ების, ხიდების, გვირაბების, შემოვ­ლითი მაგისტრალების, პარკირების სისტემის, მიწისზედა გადასასვლელებისა და სხვა პროექტებისთვის.

- თბილისის მერიამ მოგვაწოდა ინფ­ო­­­რმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომე­ლიც ავტოკოლაფსის ასარიდებლად ტარდება.

- თბილისის მერიას არ გააჩნია კონ­კრეტული გეგმა და სტრატეგია, თუ როგორ­ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. თქვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას გადავხედე და დავრწმუნდი, რომ მერიის უმოქმედობა, არაკომპეტენტურობა­ და უპასუხ­ისმგებლობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ის ღონისძიებები თბილისში სატრანსპორტო კრიზისის გაჯანსაღებას­ კი არ ემსახურება,­ ლოკალურია და ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რაც საგზაო ინფ­რასტრუქტურაში გვაქვს. მაგალითად,  კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტი "თბილისი პანო­რამის" პროექტის განხორციელებას ემსახურება და საცობებს დედაქალაქის ცენტრში ვერ განტვირთავს. ვერც სამებისა და მახათას მთის დამაკავშირებელი გზა განტვირთავს მოძრაობას ცენტრში, ვერც აე­რ­ოპორტის ხიდის რეაბილიტაცია.

რა თქმა უნდა, არსებული საგზაო ინფრ­ასტრუქტურის მოვლა და შეკეთება აუცი­ლებელია, მაგრამ ეს არ კმარა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ დავ­აზ­უსტებ: 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში­ გათვალისწინე­ბულია მხოლოდ რაიონების ტერიტორი­აზე დაზიანებული ქუჩების, შიდაკვარტალ­ური გზებისა და ეზოების მოვლა-შეკეთების თანხები,­ რამაც კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ნაც­ვლად იმისა, გაუმჯობესებუ­ლიყო საგზაო ინ­ფრასტრუქტურა, რაც განტვირთავდა მოძრაობას, დანაკლისი გვაქვს. როგორც იცით, სტიქიამ დააზიანა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე უმნიშვნე­ლოვანესი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც 35%-ით განტვირთავდა მოძრაობას დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. მართალია, დღეს ნაწილობრივ ფუნქციონირებს, მაგ­რამ იმაზე ლაპარაკი, რომ საცობების პრობლემა მოგვარდა, აბსურდულია.  მერია ლაპარაკობს­ ვაკე-საბურთალ­ოს­ ახალი გზის ნაწილობრივ აღდგენაზე (იგუ­ლისხმება­ მონაკვეთი გმირთა მოედნ­ი­დან თამარაშვილის მიმართულებით და თამარაშვილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით). არსებობს ტერმინი "გამტარუნარიანობის კოეფიციენტი", რითაც განისაზღვრება ამა თუ იმ საგზაო მონაკვეთზე შემავალი და გამომა­ვალი ავტო­მობილების­ მაქსიმალური რაოდენობა წუთში.­

თამარაშვილის ქუჩიდან, სადაც ორზოლიანი მოძ­რაობაა, გზატკეც­ილზე წუთში­ შემოდის 80 ავტომ­ობილი. გზატკეცილს უერთდება­ მესამე­ შემომავალი ზოლი ბახტრი­ონის გვირაბიდან, წუთში დაახლ­ოებით 30 ავტომობილი, ე.ი. ჯამში გზატკეცილზე­ წუთში 110 ავტო­მობილი­ შემოდის.­ ვუახლოვდებით ვაკისა და საბურთალოს დამაკავ­შირებელ ხიდს. მოძრაობა­ ვაკის ან საბურთალოს მიმართულებით ერთზოლიანი პანდუსის საშუალებით არის დასაშვები, რომლის გამტარუ­ნარიანობა წუთში 40 ავტომობილს არ აღემატება­. იოლი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს, როცა გზატკეცილზე წუთში 110 ავტომობილი გადაადგილდება...  გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე შეფ­ერხებით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შემოვლითი გზებით სარგებლობა უწევთ, რაც გამტარუნარიანობის კოეფიციენტს სამჯერ ამცირებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს მარშალ გელოვანის პროსპექტზე, დიღმულას ხიდზე; ვაკე-საბურთალოს ახალი გზის რეაბილიტ­აცია ჯერ არ დასრულებულა, მუშაობენ დიღ­მისა და ავჭალის დამაკავშირებელ მონ­აკვეთზეც. ხიდი 8 თვეა, დაკეტილია, რის გამოც მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს.

- სად არის გამოსავალი?

- უნდა შემცირდეს შუქნიშნების რაოდენობა, ასევე, სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს კვეთს. ყველაზე­ რთული ვითარება ცენტრალურ უბნებშია. შესაბამისად, პრიორიტეტულიც ისეთი სატრანსპორტო კვანძები უნდა იყოს, რომ საცობების წარმოშობის კერა მოვსპოთ. მაგალითად,  სააკაძის მოედანზე კარგი იქნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა გვირაბითა და ესტაკადებით; თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გზაჯვარედინზე - ორ დონეზე,­ ესტაკადით; 26 მაისის მოედანზე - ორ დონეზე გვირაბისა და ესტაკადის საშუალებით, რაც საშუალებას მოგვცემს კოსტავას ქუჩა ორმხრივი მოძრაობისთვის გამოვიყენოთ; ეფექტური საშუალება იქნება ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის დაკავშირება გმირთა მოედნიდან "ლაგუნისკენ" მიმავალ გვირაბთან გვირაბითვე და ა.შ.

უნდა მოვაწესრიგოთ ქვეითად მოსიარულეთათვის საჭირო ინფრასტრუქტურა,­ მათ შორის მიწისქვეშა გადასასვლელები,­ შუქნიშნები. ზებრა-გადასასვლელების ნაცვ­ლად შეიძლება მოეწყოს მიწისზედა გადა­სასვლელები...  ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს; თბილისში ერთ პარკირების ადგილზე 12 ავტომობილი მოდის. თვალში საცემია საპატრულო პოლიციის არაკომპეტენტურობა და საგზაო მოძრაობის განმუხტვის საშუალებების არცოდნა. ამას ემატება მერიის მაღალჩინოსნების­ არაკომპეტენტურობაც, რომელთაც სატრანსპორტო პოლიტიკის აუცილებლობაზე წარმოდგენაც არა აქვთ.  ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა საცობების პრევენციის სტრატეგია, რომელსაც ექსპერტებთან ერთად ორი თვე განვიხილავ­დით, შევქმენით 40-გვერდიანი დოკუმენტი­, თუმცა მერია მისით არც დაინტერესებულა. დოკუმენტში საცობებისგან ქალაქის განტვირთვის საშუალებებზეა საუბარი. იმედია, ის საზოგადოების განხილვის საგანი­ მაინც გახდება, რომლის მიზანია, როგორმე "მკვლელ საცობებს" თავი დააღწიოს.

როგორ გეგმავს თბილისის მერია საცობების აღმოფხვრას

ამასთან დაკავშირებით მერიიდან შემდეგი შინაარსის წერილი მივიღეთ: "საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მიმდინარე წელს 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტების უმეტესობა დასრულებულია. გარდა 45 მილიონი ლარისა, თბილისის მერიას გამოეყო თანხა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, რითაც მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თბილისის ზღვა, სადაც 11.5 კილომეტრი გზა კაპიტალურად გაკეთდა. წელს ასზე მეტი ქუჩა მოწესრიგდა და პროცესი გრძელდება.  რაც შეეხება მასშტაბურ პროექტებს, რომელთა რეალიზაციაც იგეგმება, ესენია: კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, რომელზეც უკვე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები და გზის მშენებლობა მომდევნო წლის გაზაფხულზე დაიწყება. მიმდინარე წლის ზაფხულის დასრულებამდე მოხდება გაზის მილის გადატანა. შემოდგომაზე გადაირგვება ხეები, რათა მოხდეს ტრასის გაფართოება და მოძრაობის განტვირთვა. 2016 წლიდან მოხდება აღნიშნული გზის გაფართოება, კაპიტალურად შეკეთება და 7 მეტრი სიგანის ახალი გზა გაკეთდება. აღნიშნული სატრანსპორტო ნაკადებისაგან განტვირთავს ისეთ ცენტრალურ ქუჩებს, როგორიცაა: ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბლის, ასათიანის, დავითაშვილის, ამაღლების, იაშვილისა და მათი მიმდებარე ქუჩები.

გარდა ამისა, იგეგმება სამებისა და მახათას მთის დამაკავშირებელი გზის გაყვანა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.  აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე დაგეგმილია გზის კაპიტალური შეკეთება. ამჟამად აღნიშნულ გზაზე აეროპორტის ხიდიდან ცალმხრივი მოძრაობა ორმხრივი გახდება. ამ პროექტთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებულია.

პროექტის განხორციელების შემდეგ სატრანსპორტო ნაკადებისგან განიტვირთება ისეთი სატრანსპორტო კვანძები, როგორიცაა: კახეთის გზატკეცილის გადაკვეთა იუმაშევის ქუჩასთან, ლილოს სადგურთან, საქნავთის დასახლებიდან და სოფელ ნასაგურიდან გამომავალი გზების გადაკვეთასთან. იგეგმება ინტენსიფიკაციის ქუჩაზე ასასვლელი გზის მოწყობა. ამის შემდეგ მარშალ გელოვანის ქუჩაზე მოიხსნება შუქნიშანი, რაც საშუალებას მისცემს თბილისში შემოსულ ავტოტრანსპორტს სააკაძის მოედნამდე შუქნიშნის გარეშე გადაადგილდეს. გარდა ამისა, იგეგმება პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს კახეთის გზატკეცილის დაკავშირებას თბილისის ზღვასთან, რაც ამ მონაკვეთზე თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს. განიტვირთება თბილისში ტრანზიტულად შემომავალი ავტომანქანების რაოდენობაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია მეტეხის ორივე საგვირაბო კომპლექსის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც 2016 წელს იგეგმება".

ეკა ასათიანი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"