ყოველწლიურად პარლამენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის 4 მილიონ ლარზე მეტი გაიცემა
ყოველწლიურად პარლამენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის 4 მილიონ ლარზე მეტი გაიცემა
27 თებერვალი / 2016
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების მიერ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის საკითხს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, კანონის მიხედვით, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი, რაც შესაბამისად, ყოველთვიურად ხელზე 560 ლარს შეადგენს.
IDFI-ს კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მიმართა უზენაესი საბჭოს 171-მა წევრმა, 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის 138-მა წევრმა, 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის 177-მა წევრმა, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის 164-მა წევრმა, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის
You must have Flash Player installed in order to see this player.
139-მა წევრმა და 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის 53-მა წევრმა.
"1990-2016 წლებში ყოფილ პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიის ჯამური ოდენობის მოთხოვნის პასუხად, პარლამენტის აპარატმა ინსტიტუტს განუმარტა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრისთვის სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნას ახორციელებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად აღნიშნული მონაცემები მათ არ გააჩნდათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად განთავსებული აქვს 2008 წლის ივნისიდან დღემდე. როგორც ირკვევა, 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ყოველთვიური სტიპენდია გაიცემოდა 633 საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრზე, 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 639 წევრზე, 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 632 წევრზე, 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 641 წევრზე, 2012 წლის დეკემბრის მდგომაროებით - 643 წევრზე, 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 668 წევრზე, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 668 წევრზე, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 665 წევრზე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 2008 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებზე სახელმწიფო კომპენსაციისთვის საჭირო თანხამ სულ შეადგინა 32 695 081 ლარი. ყოველწლიურად პარალმენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის განსაზღვრულია დაახლოებით 4 მილიონ ნახევარი ლარი", - ნათქვამია ინსტიტუტის კვლევაში.
იხილეთ კვლევა სრულად
კომენტარები (4)
03.03.2016
aba
არც ერთ დეპუტატს საპენსიო ასაკამდე არ უნდა მიეცეთ პენსია.ისე გამოდის,რომ პარტია,დეპუტატი და მაჟორიტარი დეპუტატი ,რომლებმაც არ გაამართლეს და ხმა არ მისცა ხალხმა,ვერ მოხვდნენ პარლამენტში სიცოცხლის ბოლომდე ხალხის,ბიუჯეტის კისერზე უნდა იყვნენ?ასე რამდენი მოწვევის პარლამენტი იქნება და რამდენი გარეთდარჩენილი პარლამენტარი,ხომ გაიზრდება ბიუჯეტის გასავალი?ამ დროს გაჭირვების გამო ახალგაზრდები ოჯახებს ვერ ქმნიან,ვინც შექმნა ერთი შვილს ყოლიობს და გაზრდა უჭირთ,დოვლათის შემქნელი ხალხი მიზერულ(საარსებო მინიმუმი) პენსიაზე და ამ დროს საპენსიო ასაკს მიუღწეველ ყოფილ პარლამენტარს ამხელა თანხა უხადო თვეში ?მხოლოდ და მხოლოდ საპენსიო ასაკში უნდა დაენიშნოთ პენსია .
28.02.2016
პენსიონერი ემიგრანტი
ღორები.თქლიფეთ.გაგისკდეთ ეგ გაუაძღარი თაები
მსგავსი სიახლეები
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა.
2015-2016 წლებში, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა დასრულდა.
სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს მიმართვა დააკმაყოფილა და სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებით "კორპორაცია ფოთის პორტის" გადაწყვეტილება შეაჩერა.
2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდის დეკლარაციებში ვკითხულობთ
რა არის საჭირო, პოლიტიკური პარტია რომ შექმნა?
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია“ დაამტკიცეს.
”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საარჩევნოდ პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს.
იურიდიულმა კომიტეტმა პარტია ”მემარცხენე ალიანსის” ინიციატივა განიხილა, რომელიც ”სითი პარკის” უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება.
მედიის განვითარების ფონდმა" მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.06.2016
...1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV. ამ სახელოვანი მეფის დროს ქართველი ხალხი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა;
სრულად
25.06.2016
საპარტნიორო ფონდის ახალი პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ რეალიზაციის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნათია თურნავას ესაუბრა.
სრულად
20.06.2016
"თუკი ჩვენ მივიღებთ საძირის თესლს და გავამრავლებთ, სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა აღარ დაგვჭირდება. ამ მეთოდით მოწეული მოსავალი მაღალხარისხოვანი და გემრიელია!"
სრულად
15.06.2016
ბიზანტიასა და ირანს შორის მიმდინარეობდა დაუსრულებელი ბრძოლა საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებისთვის.
სრულად
10.06.2016
კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.06.2016
01.07.2016
USD
1
USD
2.3423
2.3200
EUR
1
EUR
2.5976
2.5861
GBP
1
GBP
3.1394
3.1232
RUB
100
RUB
3.6552
3.6156