გიორგი XII-ის სპილენძის მონეტა

1783 წელს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატის" სახელით არის ცნობილი.

ხელშეკრულებით საქართველო აღიარებდა რუსეთის საიმპერატორო ტახტის უზენაესობას, სანაცვლოდ რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოსთვის სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა. რუსეთმა არ შეასრულა პირობა და 1795 წელს,  აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებს არ დაეხმარა. ერეკლეს მემკვიდრის, გიორგი XII-ის, გარდაცვალების შემდეგ კი ქართლ-კახეთის მეფედ არ დაამტკიცა მისი ვაჟი დავითი და 1801 წელს სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში გადაასახლა.

ქართლ-კახეთი იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა და რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა. გიორგი XII-ის ნუმიზმატიკური მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სპილენძის მონეტა.

ნახევარი ბისტი. სპილენძი. გიორგი XII (1798-1800). თბილისი. 1798-1799

AV. გამოსახულია თევზი

RV. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "გიორგი". სპარსული ზედწერილი და თარიღი ჰიჯრით: "იჭედა თბილისს 1213" (1798-1799)

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი