”შენება”ჩინურად და დოკუმენტი გრიფით-საიდუმლო

სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრების გადაყვანის ოპტიმიზაცია, ოპერირების ხარჯის შემცირება, უსაფრთხოების გაუმჯობესება, მატარებლების სიჩქარის გაზრდა...

- ეს იმ შედეგთა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამა ითვალისწინებს. 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მაგისტრალის სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აწარმოებს. ამჟამად თქვენს ყურადღებას სოფელ ქვიშხეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებზე შევაჩერებთ. რკინიგზის გვირაბი დასახლებული პუნქტის ქვეშ გადის.

ქვიშხეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი საკურორტო სოფელია, მაგრამ ადგილობრივების თქმით, 2 წელია, იქ ერთი დამსვენებელიც არ ჩასულა, მიზეზი კი სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებია. საშინელმა მტვერმა, ხმაურმა და აფეთქებების ხმამ არა მხოლოდ დამსვენებლები დააფრთხო, არამედ, ადგილობრივებსაც ეშინით საკუთარ სახლებში ღამის გათევის.

გოჩა ქველაძე, ქვიშხეთის მკვიდრი:

-გვირაბის მშენებლობის გამო ჩვენი სახლები დაზიანდა. პერიოდულად, რამდენიმე ადგილობრივს გვასაქმებენ, მაგრამ როცა მოუნდებათ, როგორც ძაღლს, ისე გვაგდებენ. საყვედურს თუ გამოვთქვამთ, პატრულის გამოძახებით გვმუქრებიან. არ უნდათ, საქმეში ადგილობრივები ჩაახედონ. მუშები სხვა რეგიონებიდან მოჰყავთ. ამას რას ვჩივით, სახლებს თავზე გვანგრევენ და გვეუბნებიან, - სოფელს რომ გავცდებით, კომპენსაციებს მერე დავარიგებთო.

- რეალურად, ვინმემ კომპენსაცია მიიღო?

- ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა, ღამით ბანკის მანქანა მოვიდა და ფული დარიგდა. თქვენც რომ ყოფილიყავით და პირადობა გქონოდათ, ალბათ თქვენც მოგცემდნენ.

- ფული რის გამო დარიგდა?

- ამ კითხვაზე პასუხი იმ ადამიანებსაც არ აქვთ, ვინც იმ ღამეს 900 ლარი აიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ თანხის აღებისას არანაირ საბუთზე ხელი არ მოუწერიათ. ვარაუდობენ, რომ თანხა მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისთვის გადაუხადეს, მაგრამ არ იციან, რატომ მაინცდამაინც ღამის საათებში? ადგილობრივები იხსენებენ:

"იმ დღეს ეზუგბაია იყო მოსული. ფული ღამის პირველ საათზე დაარიგეს. ერთ-ერთმა თანასოფლელმა უთხრა, - ამ ფულს რისთვის გვაძლევთ, იქნებ ხვალ ამის გამო დამიჭიროთო? - არა, თქვენ დაზარალებულები ხართო. ზოგმა აიღო, ზოგმა - ვერა, ერთი ამბავი იყო.

იხილეთ სრულად