რა მანქანა ვიყიდოთ?

თუ თქვენ არ იცით, რა მანქანა უნდა იყიდოთ, AUTOBILD.GE-ს კატალოგი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

ყველაზე პოპულარული საავტომობილო ჟურნალის, ”AUTO BILD საქართველოს” ოფიციალური ვებგვერდი autobild.ge ერთგული მომხმარებლების მრავალრიცხოვან არმიას შესანიშნავ და, რაც მთავარია, პრაქტიკულ სიახლეს სთავაზობს : იხილეთ კატალოგი- ”რა მანქანა ვიყიდოთ”

ვებგვერდს დაემატა ახალი განყოფილება სახელწოდებით ”რა მანქანა ვიყიდოთ”. ეს არის ავტომობილების სრულყოფილი კატალოგი, რომელიც საქართველოში ყველა აქტუალური მოდელის სრულ და მარტივად გასაგებ მიმოხილვას მოიცავს.

კატალოგში დასაწყისისთვის შედის 400-მდე მოდელი და თითოეული ავტომობილის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული. მომხმარებელი მიიღებს პასუხებს მისთვის უმთავრეს კითხვებზე: რამდენად გამძლეა მანქანა? რამდენად ხელმისაწვდომია მისი სერვისი საქართველოში? იშოვება თუ არა ნაწილები? რა ძრავებითაა ხელმისაწვდომი ავტომობილი? რამდენია საწვავის ხარჯი ამა თუ იმ ძრავით? რა ჯდება საჭის გადატანა? როგორია სალონი და ხმაურიზოლაცია? რა პრობლემები ახასიათებს? საიდან ჯობია ჩამოყვანა? და ა.შ.

ეს არის კონკრეტული მოდელის გვერდი. განყოფილებაში "ძრავები და წვა", ძრავაზე დაკლიკებით შეგიძლიათ იხილოთ მოდელის ყველა ძრავა სიმძლავრით და საწვავის ხარჯით

მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სხვადასხვა ავტომობილები ერთმანეთს შეადაროს და დაალაგოს მოდელები მათი ფასის მიხედვით. თითოეული მოდელის ფასი საორიენტაციოა - გამოყვანილია საშუალო ფასი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ამ ავტომობილის შეძენა (შესაძლოა, ამ ფასზე 10-15 პროცენტით ძვირად ან იაფად). საორიენტაციო ფასი აღებულია იმის გამო, რომ ავტომობილების ფასის მიხედვით ძებნა და დალაგება უფრო ეფექტიანი ყოფილიყო.

AUTOBILD.GE-ს უნიკალური კატალოგი საშუალებას მოგცემთ, ადვილად განსაზღვროთ ბიუჯეტი სასურველი ავტომობილისთვის - აღარ დაგჭირდებათ უამრავ საიტზე შესვლა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიება. დაზოგავთ დროს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას კომპეტენტური წყაროსგან. კატალოგში მოცემული ინფორმაცია შედგენილია ოფიციალური დილერების კომპეტენტური ხელოსნების, სხვადასხვა ავტოკლუბებისა და ფან-კლუბებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ავტომობილის გვერდიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სხვა მოდელების მიმოხილვები. AUTOBILD.GE-ს ახალი რუბრიკა ”რა მანქანა ვიყიდოთ” ყველა იმ ადამიანის ყველაზე კომპეტენტური მრჩეველია, ვისაც ავტომობილის შეძენა ან გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი. ეს გახლავთ ინფორმაციის პირველი წყარო იმის შესახებ, თუ რა მანქანა უნდა იყიდოთ.

თუ თქვენ არ იცით, რა მანქანა უნდა იყიდოთ, AUTOBILD.GE-ს კატალოგი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუ უკვე არჩეული გაქვთ ერთი, ან რამდენიმე მოდელი, AUTOBILD.GE-ს კატალოგზე მიიღებთ პირველ ცნობებს თითოეული მოდელის შესახებ.

ზოგადად ყველა ავტომობილს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. კატალოგიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, სანამ ავტომობილს შეიძენთ, მანქანა, რა თქმა უნდა, მაინც უნდა შეამოწმოთ, რადგან კატალოგში ძირითადი და ყველაზე გავრცელებული პლუსები და მინუსებია მოცემული, რომელიმე კონკრეტულ ავტომობილს კი, შესაძლოა, ინდივიდუალური პრობლემები აღმოაჩნდეს.

ავტომობილები შეგიძლიათ დაალაგოთ საორიენტაციო ფასის და რეიტინგის მიხედვით. რეიტინგის მინიჭება თითოეულ თქვენგანს შეუძლია. მომხმარებლებს შეუძლიათ კომენტარებში ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ამა თუ იმ ავტომობილის შესახებ.

კატალოგი საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია თითოეული ავტომობილის შესახებ, რაც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. AUTOBILD.GE-ს რუბრიკა ”რა მანქანა ვიყიდოთ” ფაქტობრივად თქვენი კომპეტენტური ნაცნობია, რომელიც გაგცემთ პასუხს კითხვაზე ”როგორია მანქანა”.

იხილეთ სტატია სრულად