2015 წელს სავალუტო ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევებია მოსალოდნელი

ბაზრისა და პოლიტიკის ნორმალური ფუნქციონირების რღვევამ 2015 წლის 1-ლ კვარტალში შესაძლოა, პიკს მიაღწიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ”საქსო ბანკი” ავრცელებს. მათივე ცნობით, 2015 წლის დასაწყისში მსოფლიოს თანმიმდევრული განვითარება, როგორც ეკონომიკური, ისე მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, მკვეთრად დარღვეულია და მსოფლიო იმყოფება გეოპოლიტიკური რისკების უპრეცედენტო ნაზავის წინაშე. მოსალოდნელია, რომ უკვე 2015 წლის 1-ლ კვარტალში ბაზრების დისბალანსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწიოს.

”საქსო ბანკმა”, რომელიც მულტი აქტივებით მოვაჭრე და საინვესტიციო ინტერნეტ დაწესებულებაა, გამოაქვეყნა 2015 წლის კვარტალური გლობალური საბაზრო პროგნოზი და საკუთარი ძირითადი კომერციული ამოცანები. ”საქსო ბანკის” უახლესი პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ღონისძიებების სისტემა ისე ასინქრონულად მუშაობს, როგორც არასდროს, ჩვენ კი ვდგავართ წინაშე მთავარი გეოპოლიტიკური რისკებისა, რომლებიც შესაძლოა, უფრო გაღრმავდეს ნავთობის ფასის 60 დოლარის ქვემოთ დაწევის პირობებში. ინფლაციის დონე მრავალი ათწლეულის მაჩვენებლის ქვედა ზღვარზე ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის მონეტარული პოლიტიკა უაღრესად ლიბერალურია, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისა - მკაცრი, თუმცა აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკი ერთადერთი განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკია, რომელიც გეგმავს გამკაცრებული პოლიტიკის ციკლზე გადასვლას ძალიან მალე - ალბათ წლის შუა პერიოდიდან. მანამდე კი საკრედიტო სპრედებით ვაჭრობა საჯარიმო განაკვეთების ზღვარს ქვემოთ მიმდინარეობს, ხოლო საპროცენტო შემოსავლები და კურსის მერყეობა ისტორიულ ქვედა ზღვრებთანაა მიახლოებული.

2015 წელს გლობალური ეკონომიკის დასაბალანსებლად საჭირო იქნება განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელების წინააღმდეგ ზომების მიღება, დეფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის შემცირება. ”საქსო ბანკის” მთავარი ეკონომისტი სტინ იაკობსენი აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში „2015 წელს სიტუაციის დასარეგულირებლად, სულ მცირე, სამი რამაა საჭირო, ესაა დოლარის კურსის დაწევა, სტაბილური და ოდნავ მაღალი ფასები ენერგომატარებლებზე და სტაბილური საპროცენტო განაკვეთები“. თუმცაღა, დონე არასტაბილურობისა, რომელიც წარმოშვა 2014 წელს განვითარებულმა და ამჟამადაც მიმდინარე პროცესებმა, მაქსიმალურად გამოვლინდება მიმდინარე წლის 1-ლ კვარტალში, რამდენადაც ევროპის ცენტრალური ბანკის რისკების მართვის სამსახური იღებს საშინელ გადაწყვეტილებას საკუთარი ვაგონის სავალუტო სტიმულირების პროგრამის მატარებლის შემადგენლობაში მიერთების თაობაზე.

2015 წელს სავალუტო ბაზრებზე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რყევები. მართალია, სავარაუდოდ, აშშ დოლარის გამყარების ტენდენცია შეიცლება შესუსტებისკენ, მაგრამ საქსო ბანკი მიიჩნევს, რომ წლის პირველ კვარტალში მწვანე კუპიურა კვლავ განაგრძობს გამყარებას სავალუტო ომების ფონზე, რაც განსაკუთრებით შეინიშნება აზიის ქვეყნებში. 2015 წლის 1-ლ კვარტალში სავალუტო ბაზრისთვის საქსო ბანკის მთავარი რეკომენდაციაა აშშ დოლარი/შვეიცარიული ფრანკი კომბინაციაში გრძელი პოზიციის დაკავება, რათა ბაზრის მონაწილენი მომზადებული დახვდნენ შვეიცარიის ეროვნული ბანკის შესაძლო სადამსჯელო უარყოფით განაკვეთებს მარტში.

საქსო ბანკის პროგნოზით გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2015 წელს იქნება 3%, შედარებით 2014 წლის 2.2%-ისა, რასაც განაპირობებს დაბალი ფასები ენერგომატარებლებზე, განვითარებული ქვეყნების მიერ ნაკლებად მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და ვაჭრობის ზრდის ტემპი, 2015 წელს გეოპოლიტიკური დაძაბულობის საფუძველზე წარმოშობილი გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების რისკის ფონზე. უფრო კონკრეტულად:

• აშშ-ს ეკონომიკა განაგრძობს დინამიურ ზრდას, სამომხმარებლო აქტივობისა და ენერგომატარებლებზე დაბალი ფასების გათვალისწინებით. საქსო ბანკის პროგნოზით 2015 წელს აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება 3%.

• სტრუქტურული რეფორმების არასისტემურად მიმდინარეობის ფონზე, მაშინ როცა კერძო სექტორი განაგრძობს ვალდებულებების შემცირების პოლიტიკის გატარებას, რითაც აკავებს როგორც ეკონომიკური ზრდის ტემპს, ასევე ინფლაციის დონეს, პროგნოზი ევროპის ქვეყნებისთვის კლავ საკამათო საკითხად რჩება. საქსო ბანკის პროგნოზით ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემბი 2015 წელს იქნება 1%.

• გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 2.2%-ზე დაფიქსირდება, რასაც განაპირობებს კერძო სექტორის დინამიური ზრდა და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება, თუმცა ქვეყნის ერთი მთავარი პრობლემა იქნება საცხოვრებელი ბინების მშენებლობის სექტორში ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი ვარდნა.

• საქსო ბანკი სკეპტიკურად უყურებს ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ, პოლიტიკის შერბილების გზით ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის შეჩერების მიზნით, მიღებული ზომების ზეგავლენას რეალურ ეკონომიკაზე. ბანკი მიიჩნევს, რომ 2015 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი დაფიქსირდება საყოველთაოდ აღიარებული პროგნოზის 6.7% ქვემოთ.

მიუხედავად ევროპის ქვეყნებში 2015 წელს ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპისა, საქსო ბანკი მიიჩნევს, რომ „ქლაბ მედი“ და აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნები 2015 წელს იქნებიან ეკონომიკური ზრდის მოწინავეთა რიგებში, რამდენადაც პერიოდი, როდესაც სარგებლიანობის თვალსაზრისით გერმანია იყო საუკეთესო არჩევანი, დასასრულს უახლოვდება, ხოლო პარალელურად იაფი მუშახელი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა ხდება პერიფერიებში. „საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ ევროპის ეკონომიკა ბოლოს და ბოლოს გარდაიქმნება ისეთად, რომელსაც ამოძრავებს მცირე, ნოვატორული და ენერგიული კომპანიები. ეს ბრწყინვალე სიახლეა ევროპის მომავლისთვის“,- აცხადებს იაკობსენი.

სავალუტო ბაზარი

საქსო ბანკის პროგნოზით, წლის 1-ლ კვარტალში მოსალოდნელია აშშ დოლარის შემდგომი გამყარება, თუმცა, ამავდროულად, ბანკი აფრთხილებს დაინტერესებულ მხარეებს იმის თაობაზე, რომ კურსის დინამიკა არასტაბილური იქნება, რამდენადაც ნასესხები კაპიტალის მქონე მოვაჭრეებს უკვე საკმაოდ გრძელი პოზიცია უკავიათ აშშ დოლართან მიმართებაში და, ამ კუთხით, მომზადებული არიან მნიშვნელოვანი რისკებისთვის, თუკი წელი გაიწელება აქტივების ბაზარზე დესტაბილიზაციის გამო, ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ დაგეგმილი ლიკვიდურობის შემცირების ფონზე. საგარეო ფრონტზე, ჩინეთსა და იაპონიას შორის იაპონიის რადიკალური მონეტარული პოლიტიკის გამო წარმოშობილმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ და იაპონური იენის შესუსტებამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს ახალ აზიურ სავალუტო ომს.

აქციები

საქსო ბანკის პროგნოზით, ესპანური საფონდო აქციები 2015 წლის 1-ლ კვარტალში დომინირებულ პოზიციას დაიკავებს აქციების მსოფლიო ბაზარზე, რასაც ხელს შეუწყობს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გარდაუვალი შერბილების პოლიტიკის გატარება, ინფლაციის დაბალი დონისა და ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპის ფონზე. მეორეს მხრივ, ჩინეთის სააქციო ბაზარი კვლავ მეტისმეტად გააქტიურებულია და მოითხოვს დარეგულირებას, ამავდროულად, ნავთობსა და ენერგომატარებლებზე ფასების სწრაფი ვარდნა რუსულ აქციებსაც დიდი ხნით ჩრდილში აქცევს.

საბირჟო საქონელი

მიწოდების ზრდა, დაბალი მოთხოვნის, ეკონომიკური ზრდის ტემპისა და მყარი დოლარის პირობებში, ძირითადი საბირჟო საქონლის მასას წნეხის ქვეშ მოაქცევს 2015 წლის დასაწყისში და, სავარაუდოდ, პირველი ნახევარი წლის განმავლობაში აღნიშნული საქონლის ფასები მინიმალური იქნება. ნავთობის ბაზარზე, სასკოს პროგნოზით, „ბრენტის“ 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი პირველ კვარტალში იქნება 62 აშშ დოლარი. მყარი დოლარი კვლავ მთავარი რისკია ძვირფასი ლითონებისთვის მაშინ, როცა აშშ-ს მაღალი საპროცენტო განაკვეთები უკვე ასახულია ფასებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ კვარტალში ოქროს ფასი, სავარაუდოდ, ქვედა ნიშნულზე დაფიქსირდება.