რატომ არის მომგებიანი შავიზღვისპირეთში უძრავი ქონების შეძენა სწორედ ახლა - გაზაფხულზე ბინები კიდევ გაძვირდება

უძრავი ქონების გაძვირების ტენდენცია გრძელდება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 5.5 %-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 14.3 % შეადგინა.

კვლევითი ორგანიზაციების და დარგის სპეციალისტების პროგნოზით, გაზაფხულზე, წლიურად, უძრავი ქონების ფასი 20-დან 30%-მდე გაიზრდება. ამის მიზეზად კი ბაზარზე შექმნილ ვითარებას ასახელებენ. კერძოდ, მიგრანტებისგან (განსაკუთრებით, რუსების მხრიდან) გაზრდილ მოთხოვნას, რასაც ახლა უკვე სამშენებლო მასალის გაძვირება და სამუშაო ძალის (კადრების) დეფიციტიც ემატება.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ექსპერტები მიმდინარე პერიოდს უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევენ. მათი თქმით, კარგი რეპუტაციის მქონე, სანდო კომპანიებში გაზაფხულამდე ბინების შეძენა საუკეთესო კაპიტალდაბანდება იქნება, რომელიც სამომავლოდ შემოსავლის წყაროდ იქცევა.

ამ მხრივ, განსაკუთრებით მიმზიდველ ტურისტულ ზონად შავიზღვისპირეთი ითვლება, სადაც ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული გურიაა, სადაც წელს ტურისტების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. ვიზიტორებს განსაკუთრებულ ინტერესი შეკვეთილის მიმართ აქვთ, სადაც აქტივობებისა და სხვადასხვა ობიექტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ დირექტორი ვასილ თამაზაშვილი ამბობს, რომ ფასების ზრდა ყველაზე შეუქცევადი შავი ზღვის სანაპიროზე იქნება. ამის მიზეზად კი რეგიონის მიმზიდველობიდან გამომდინარე არსებულ მოთხოვნას ასახელებს.

325184752-552707553487421-1303239378689878857-n-1674542220.jpg

„უახლოესი ერთი წელია, რაც უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა შეუქცევადი ტენდენცია გახდა. ჩვენი პროგნოზით, წელს, გაზაფხულიდან უძრავი ქონების ღირებულება საშუალოდ 30%-ით კიდევ მოიმატებს, შავი ზღვის სანაპიროზე შესაძლოა ორჯერ მეტადაც გაიზარდოს, ვინაიდან ზღვის პირას უძრავი ქონება ყველაზე უსაფრთხო და მომგებიანი ინვესტიცია გახდა.

სწორედ ამ მოლოდინების გამო, ჩვენი რჩევა იქნება, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უძრავი ქონება გაზაფხულამდე შეიძინოს. ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პოტენციალი შავი ზღვის ისეთ კურორტებს აქვთ, როგორიცაა: შეკვეთილი, კაპროვანი, ციხისძირი და ა.შ.“ - განაცხადა ვასილ თამაზაშვილმა.

NS