დიდი მოთხოვნა, ნაკლები მიწოდება - ჰორეკა სექტორისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი რეგიონი

მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთილი ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რესტორანი, სადაც ისინი სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ, თითქმის არ არის. ინფრასტრუქტურა ვითარდება, სასტუმრო თუ გასართობი ობიექტების რაოდენობა იზრდება, თუმცა, რატომღაც, რეგიონი ჰორეკა სექტორის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.

4-სეზონიან კურორტზე, რომელსაც ვიზიტორები არა მხოლოდ ზაფხულში და ტურისტული მიზნით სტუმრობენ, არამედ საქმიანი მიზნებითაც, ამ დრომდე არ მოიძებნება ადგილი, სადაც გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.

შესაძლოა, რესტორნის აშენება საკმაოდ დიდ რესურსს, დროსა და სეგმენტის შესწავლას მოითხოვს, რის გამოც ინვესტორები ფინანსების ჩადებისგან ამ დრომდე თავს იკავებენ, თუმცა, თუ რეგიონში მიმდინარე პროექტებს გადავხედავთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევა მარტივად დაძლევადია.

მაგალითად, უკვე დასკვნით ფაზაში გადავიდა შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის, Fidelio-ს მშენებლობა, სადაც სარესტორნე სივრცე (ყველა შესაბამისის სტანდარტით) მეოთხე სართულზე, ღია და დახურულ ტერასაზეა გათვალისწინებული.

FIDELIO მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შედგება. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს და 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება.

მშენებლობას კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს, რომელიც პირველი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას მიმდინარე თვის ბოლოს გეგმავს და შეიძლება ითქვას, რომ რესტორნის ნაწილში ახლა პარტნიორის ძებნის პროცესშია. როგორც „ტოპლაინ ქონსთრაქშენში“ აცხადებენ, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰორეკა სექტორის სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლებთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ FIDELIO-ს მართვაში ერთ-ერთი ევროპული ბრენდი მიიღებს მონაწილეობას, რესტორნის ნაწილშიც პარტნიორს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პროექტი Fidelio-ს აპარტამენტები უნიკალურია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე საინვესტიციოდ. „ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი, 24/7 - ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

R