მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 2130 აშშ დოლარის ღირებულების 610 კგ ატამი, ხოლო გასულ წელს 280 დოლარის 50 კგ.
აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ატმის იმპორტი 661%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ატმის იმპორტიორი ქვეყნები ნიდერლანდები და თურქეთი იყო.
მონაცემების თანახმად, საქართველოს მიმდინარე წელს 1 კგ-ის იმპორტი 3.5 დოლარი (კურსით დაახლოებით 9 ლარი) უჯდებოდა, ხოლო გასულ წელს 5.6 დოლარი (კურსით დაახლოებით 15 ლარი). რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ატმის იმპორტი 40%-ით გაუიაფდა.
რაც შეეხება ფასებს, მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ატმის ღირებულება 15-22 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბაზრებში 10-20 ლარის ფაგრლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასნამატი მარკეტებში მინიმუმ 66-144%-ს შეადგენს, ხოლო ბაზრებში 11-122%-ს.