საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 85,7%-ით გაიზარდა

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 54 502 ავტომობილი გავიდა, რაც 85,7%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. მაშინ მანქანების რეექსპორტმა 29 346 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს, 2018 წელს მანქანების რეექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 408, 936 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 234 810 მლნ დოლარი.

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მიხედვით ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე სომხეთია, სადაც 2018 წელს 28 550 ავტომობილი გავიდა, 2017 წელს კი - 14 362 ერთეული. მას მოსდევს აზერბაიჯანი, სადაც გასულ წელს საქართველოდან 13 047 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2017 წელს - 4 548 ერთეულის.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 2017 წელთან შედრებით, საქართველოდან ავტომობილის რეექსპორტი რუსეთის მიმართულებით შემცირდა და თუ 2017 წელს აღნიშნულ ქვეყანაში 2 718 ავტომობილი გავიდა, გასულ წელს მათი რაოდენობა 1 485 ერთეული იყო.

ქვეყნების მიხედვით კონკრეტული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

ნინი ქეთელაური