მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი 31%-ით გაიზარდა -  ქვეყნები, სადაც ქართული სასმელი გავიდა

2019 წლის 2 თვეში ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში სულ 20,798 მლნ ლიტრი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც ფინანსური მაჩვენებლებით 13,741 მლნ დოლარს შეადგენდა. ხოლო, 2019 წელს 27,233 მლნ ლიტრი, რაც თანხობრივად - 17, 851 მლნ დოლარია.

რაც შეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, 2018 წლის იანვარ-თებერვალში მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა: რუსეთში - 10,870 მლნ ლიტრი ( 6,48 მლნ დოლარი), უკრაინაში - 3, 585 მლნ ლიტრი (1, 807 მლნ დოლარი), ლიეტუვაში - 3, 337 მლნ ლიტრი (2, 332 მლნ დოლარი), ბელორუსში - 1, 692 მლნ ლიტრი (1,055 მლნ დოლარი), ყაზახეთში - 336 ათასი ლიტრი (296,9 ათასი დოლარი), აზერბაიჯანში - 200,7 ათასი ლიტრი ( 117,8 ათასი დოლარი), ისრაელში 177,8 ათასი ლიტრი (122,3 ათასი დოლარი), აშშ-ში - 156,8 ათასი ლიტრი(110,4 ათასი დოლარი), ჩინეთში - 143 ათასი ლიტრი (31,9 ათასი დოლარი), ყირგიზეთში - 40,4 ათასი ლიტრი (41,3 ათასი დოლარი);

გარდა ამისა, 2018 წელს იანვარ-თებერვალში პროდუქციის ექსპორტი ასევე განხორციელდა: ტაჯიკეთში, საბერძნეთში, მოლდოვაში, სომხეთში, გერმანიაში, იაპონიაში, თურქეთში, კვიპროსში, ბულგარეთში, ლატვიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ქართული მტკნარი და მინერალური წყალი გავიდა: რუსეთში - 14, 224 მლნ ლიტრი (10, 164 მლნ დოლარი), უკრაინაში - 5,900 მლნ ლიტრი (2, 944 მლნ დოლარი), ლიეტუვაში - 3,223 მლნ ლიტრი (2,133 მლნ დოლარი), ბელორუსში - 2,207 მლნ ლიტრი ( 1,412 მლნ დოლარი), ყაზახეთში - 360,9 ათასი ლიტრი (219,5 ათასი დოლარი), უზბეკეთში - 339,9 ათასი ლიტრი (324,2 ათასი დოლარი), ისრაელში - 231,4 ათასი ლიტრი (157,6 ათასი დოლარი), აშშ-ში - 178,2 ათასი ლიტრი (90,3 ათასი დოლარი), აზერბაიჯანში - 136,5 ათასი ლიტრი (67,5 ათასი დოლარი), ყირგიზეთში - 101,6 ათასი ლიტრი ( 82,4 ათასი დოლარი); მიმდინარე წელს პროდუქცია ასევე გავიდა: თურქმენეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, საბერძნეთში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, სომხეთში, გერმანიაში, ჩინეთში, იაპონიაში.

რაც შეეხება 2017 და 2018 წლების მთლიან მაჩვენებელს, 2017 წელს სულ ჯამში, 147, 223 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, რაც ფინანსური მაჩვენებლებით 95,776 მლნ დოლარს შეადგენდა. 2018 წელს კი, 172,006 მლნ ლიტრი, რაც თანხობრივად 110,176 მლნ დოლარია.

გარდა ინფოგრაფიკაზე ასახული ტოპ 10 ქვეყნისა, 2017 წელს მინერალური და მტკნარი წყალი ასევე გავიდა: ბაჰრეინში, ირანში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, იაპონიაში, ყატარში, უნგრეთში, გერმანიაში და ა.შ.

რაც შეეხება 2018 წელს, პროდუქცია შედარებით მცირე რაოდენობით, ასევე გავიდა: ჩეხეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, პოლონეთში, ლატვიაში, კვიპროსში, იაპონიაში, ყატარში, უნგრეთში, საბერძნეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ.

ნინი ქეთელაური