მარწყვი ისევ იაფდება - როგორია პროდუქტის ღირებულება საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

მსოფლიო ბაზარზე მარწყვის სეზონი სტარტს იღებს, ფასები კი რეკორდულად დაცემას განაგრძობს. როგორც East fruit-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, ახალი პროდუქტის მთავარი მიმწოდებელი თურქეთია, ხოლო პრემიუმ სეგმენტში - ისრაელი.

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას მარწყვის ფასი 22%-ით კიდევ შემცირდა, პროდუქტი ყველაზე ძვირი რუსეთშია. კერძოდ, 1კგ მარწყვის ღირებულება საშუალოდ 7,02 დოლარია. მას მოსდევს უკრაინა, სადაც პროდუქტის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 1 კგ მარწყვის ფასმა 3,35 დოლარი შეადგინა.

ექსპერტების შეფასებით, ფასების საკმაოდ ნეგატიური დინამიკა შეიმჩნევა საქართელოში, სადაც მარწყვის ღირებულება 20%-ით შემცირდა და 1 კგ პროდუქტი საშუალოდ, 2, 97$ ღირს. ამასთან, საქართველოში ადგილობრივი და იმპორტირებული მარწყვის ფასები საკმაოდ განსხვავებული იყო. კერძოდ, მაღალი ხარისხის შიდა სასათბურე მარწვის ღირებულება 5,57 – 6,68 დოლარამდე მერყეობდა, ხოლო საბითუმო კომპანიების მიერ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქციის - 1,86 – 2,23 დოლარამდე.

ნინი ქეთელაური