ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთში, თურქეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში გადაირიცხა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მლნ აშშ დოლარი (51.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 18.5 მლნ აშშ დოლარი (45.0 მლნ ლარი).

რაც შეეხება კონკრეტულ ფულად მოცულობებს, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოდან რუსეთში 6,5 მლნ დოლარი გადაირიცხა; თურქეთში - 2,4 მლნ დოლარი, უკრაინაში - 2,32 მლნ დოლარი, აზერბაიჯანში - 1,15 მლნ დოლარი, საბერძნეთში - 782, 6 ათასი დოლარი, სომხეთში - 656 ათასი დოლარი, უზბეკეთში - 442 ათასი დოლარი, ყირგიზეთში - 390 ათასი დოლარი, აშშ-ში - 359 ათასი დოლარი.

ნინი ქეთელაური