რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 14.2%-ით გაიზარდა ექსპორტი და 1 466.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა და 3 492.8 მლნ აშშ დოლარ იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის, რომლის ექსპორტმაც იანვარ-მაისში 261 129.3 ათასი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 207 780.9 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია - 136 715.0 ათასი დოლარი; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები ინაწილებენ.

რაც შეეხება, ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რომლის იმპორტმაც მიმდინარე წლის იანვარ-მაისში - 277 894.4 ათასი დოლარი შეადგინა; მე-2 ადგილზეა - მსუბუქი ავტომობილები - 248 378.4 ათასი დოლარით; ხოლო მესამე ადგილს- 236 034.1 ათასი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და დაფასოებული მედიკამენტები ინაწილებს.

თაია არდოტელი