10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

  • ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი 103.6%-ით;
  • მსხალი - 53.4%-ით;
  • ხახვი - 51.9%-ით;
  • ნიორი - 32.4%-ით;
  • მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.4%-ით;
  • იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 28.2%-ით;
  • საზამთრო - 25.5%-ით;
  • კარტოფილი - 23.1%-ით;
  • გაყინული თევზი - 21.4%-ით.
თაია არდოტელი