რა მიზნით ჩამოდიან საქართველოში უცხოელი ვიზიტორები

საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურები ყველაზე ხშირად დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოდიან.

2019 წლის მე-2 კვარტალში აღნიშნული მიზეზით საქართველოს 884 200 მოგზაური ეწვია, რამაც მთლიანი წილის 46.6% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2 200 000 საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა, შესაბამისად, 1 069 300 და 516 700 ვიზიტი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მიზეზებს, რის გამოც საქართველოში უცხოელი ვიზიტორები ჩამოდიან:

  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 884 200 - 46.6%
  • მეგობრების/ნათესავების მონახულება - 324 400 - 17.1%
  • ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად - 298 30 - 15.7%
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 203 900 - 10.8%
  • შოპინგი - 109 200 - 5.8%
  • მკურნალობა, გაჯანსაღება - 27 200 - 1.4 %
  • სხვა - 48 900 - 2.6 %
ლიკა ამირაშვილი