როგორ გამოიყურება სახლი ვაკეში, რომელიც 5 მლნ ლარამდე ღირს

თბილისში, ვაკეში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 4 968 250 ლარია ( 1700 000 დოლარი). როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 1000 კვ.მ-ა, ისევე როგორც ეზოსი.

ამასთან, სახლი ახალაშენებული და გარემონტებულია, აქვს 12 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.

განცხადების მიხედვით, სახლს აქვს ცენტრალური გათბობა, აივანი, სათავსო, გარაჟი, სარდაფი და აუზი.

ნინი ქეთელაური