Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ყველაზე მეტი პირია ჩამოსული

საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა იზრდება.

შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე მუშაობდა, რაც თითქმის 300 დასაქმებულით მეტის წინა წელთან შედარებით. ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 11 402 უცხოელი იყო დასაქმებული.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ივლისს, 7 თვის მონაცემებით საქართველოში სულ 10 573 უცხოელი მუშაობს. საერთო ჯამში კი საქართველოში სულ 124 ქვეყნის მოქალაქე მუშაობს.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ყველაზე მეტი პირია ჩამოსული

  • თურქეთი - 2 539
  • აზერბაიჯანი - 1 210
  • უკრაინა - 1 181
  • რუსეთი - 964
  • ირანი - 832
  • ჩინეთი - 818
  • სომხეთი - 469
  • ინდოეთი - 362
  • ყაზახეთი - 205
  • ბელორუსია - 176

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში სამუშაობს მხოლოდ თითო-თითო ადამიანი მუშაობს, ასე გამოიყურება: ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა; ანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა; აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები; ბირკინა ფასო; ეთიოპიის დემოკრატიული რესპუბლიკა; ვიეტნამი; ზიმბამბვე; ისლანდია; ლიბერია; ლიბიის არაბთა ჯამახერია; ლიხტენშტეინის სამთავრო; მავრიტანია; მალტის რესპუბლიკა; მექსიკა; მონტენეგრო; ომანის სასულთანო; სენეგლი; სვაზილენდის სამეფო; სინგაპური; ქუვეითი და ჩილე.

შეგახსენებთ, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე.

ლიკა ამირაშვილი