10 პროდუქტი, რომელიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

  • საზამთრო - 91.19%-ით;
  • ნიორი - 90.80%-ით;
  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
  • მწვანე ლობიო - 48.50%-ით;
  • ქლიავი - 44.92%-ით;
  • ატამი - 39.28%-ით;
  • ხახვი - 35.64%-ით;
  • მუზეუმის ბილეთი - 33.88%-ით;
  • შაქარი - 33.73%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.78%-ით.
თაია არდოტელი