სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის 453 შემთხვევა დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, სამოხელეო დანაშაულის 453 ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, 2018 წლს საქართველოში „საქსტატის“ ცნობით, სამოხელეო დანაშაულის 645; 2016-2017 წლებში 503-503; 2015 წელს კი - 592 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.

თაია არდოტელი