უძრავი ქონების გასხვისება და საკრეტიდო ბარათები - პრეტენზიები, რომელიც  მოქალაქეებს საფინანსო სექტორთან აქვთ

მოქალაქეეების პრეტენზიების უმრავლესობა კომერციულ ბაკებთან ურთიერთობას შეეხება. როგორც ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მომხმარებლების ძირითადი საჩივრები გაპრობლემებულ სესხებს და საკრედიტო ბარათების გამოყენებას უკავშირდება. რაც შეეხება მისკროსაფინანსო ორგანიზაციებს და მევახშეებს, მათთან მოქალქეებს უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები.

ანი ალიბეგაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს რჩევებს სესხის აღებამდეც სთავაზობს, ორგანიზაციას ძირითადად უკვე შექმნილი პრობლემების შემდეგ უკავშირდებიან.

„ჩვენი საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებელებს კონსულტაციებს უწევს როგორც სესხის აღებამდე, ასე პრობლემების შექმნის შემთხვევაშიც. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩვენი გამოცდილებიდან ჩანს, მომხმარებლები ძირითადად უკვე სესხის გაპრობლემების შემდეგ მოგვმართავენ. მათ სჭირდებათ კონკრეტული რჩევები, როგორ შეიძლება, რომ შექმნილი სიტუაცია მართონ და ა.შ.

ჩვენთან შემოსული ზარების უმეტესობა კომერციულ ბანკებთან მიმართებით ფიქსირდება. მომხმარებლებს უჭირთ ბანკებთან არსებული ვალდებულებების გადახდა. შემდეგ ჩამონათვალში კი მოდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მევახშეები“,- ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც 2019 წლიდან ონლაინ სესხებზე რეგულაციები ამოქმედდა, მისო-ების მიმართ პრეტენზიები შემცირდა, თუმცა არის საკითხები, რაც დღემდე პრობლემად რჩება.

„მას შემდეგ, რაც 2019 წლიდან ონლაინ სესხებზე რეგულავიციები ამოქმედდა, ასევე გარკვეული ვალდებულებების ჩამოწერა მოხდა, მისო-ების მიმართ პრეტენზიები შედარებით შემცირებულია.

რაც შეეხება ზოგადად არსებულ სტატისტიკას, ძირითადად მომხმარებლებს კომერციულ ბანკებთან პრობლემები ვადაგადაცილებული მომსახურებისას აქვთ. როდესაც გარე ამომღები კომპანიების ჩართვა ხდება, პრობლემაა მათთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება, დარიცხული ჯარიმები, რესტრუქტურიზაციის გაკეთება და მთლიანი ვალდებულებების გაერთიანება. მომხმარებლებს უჭირთ პარალელური ვალდებულებების მომსახურება და ისინი ყოველთვის ეძებენ ერთ ორგანიზაციას, სადაც ისინი ერთ სესხს აიღებენ და ყველა ვალდებულებას გააერთიანებენ. ხშირად მომხმარებლებს აღებული აქვთ ერთდროულად 3-4 სესხი და ამ ვალდებულებების გაერთინების შემთხვევეში, ისინი ფიქრობენ, რომ შეძლებენ სესხის მომსახურებას. თუმცა, ძალიან რთულია სხვადასხვა ვალდებულებების ერთი ხელშეკრულების ქვეშ მოქცევა.

ასევე საჩივრებია საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით. დღესაც კი მოსახლეობის დიდი ნაწილს არ ესმის როგორ უნდა მოხდეს საკრედიტო ბარათის გამოყენება, უჭირთ დაადგინონ, თუ რატომ იხდიან გარკვეულ პროცენტს და რატომ არ იფარება თანხა.

რა თქმა უნდა, კითხვები აქვთ გარკვეულ ანგარიშებთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი ზარი შემოდის „ფონდი ქართუს“ მიერ ერთი წლის წინ განხორციელებულ სუბსიდიაზე, რომლითაც მომხმარებლების ნაწილს სესხი დაეფარა. მოქალაქეებს აინტერესებთ, იგივე ხანდაზმულობის და რაოდნების სესხი რატომ დაეფარა სხვას და მათ არა“,-ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

რაც შეეხება მისო-ებს და კერძო მევახშეებს, „საზოგადოება და ბანკების“ პროდუქტების ექსპერტის თქმით, მათთან დაკავშირებით, მომხმარებლები ძირითადად უძრავი ქონების გასხვისებაზე ჩივიან.

„მიკროსაფინანსოები და მევახშეები შეგვიძლია გავაერთიანოთ, რადგან მათთან ძირითადად ერთი და იგივე პრეტენზიები აქვთ. კერძოდ, ეს შეეხება უძრავი ქონების გაყიდვას, ასევე რესუქტურიზაციას და სესხის დამატებას.

აინტერესებთ, რისი უფლება აქვთ, რა სანქციები მოქმდედებს, რას უნდა ელოდონ პროცესიდან და ა.შ.“,- ამბობს ანი ალიბეგაშილი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სებ-ში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ უკვე 9 080 საჩივარი დაფიქსირდა. რაც შეეხება ერთი თვის მონაცემებს, მიმდინარე წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიმართ 1853 საჩივარია დაფიქსირებული, მისოების მიმართ კი მხოლოდ - 68.

ნინი ქეთელაური