ბიძინა ივანიშვილმა გოგი თოფაძეს ”თოლია” აჩუქა

ბიძინა ივანიშვილმა გოგი თოფაძეს, ფაქტობრივად, აჩუქა ნაყინის მწარმოებელი ქარხანა ”თოლია”.

ამის შესახებ გოგი თოფაძემ გადაცემა ბიზნეს PRESS -ში განაცხადა, რომელიც ყოველ ორშაბათს, 22 საათსა და 30 წუთზე პალიტრა TV-ის ეთერში გადის.

გოგი თოფაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ”თოლია” ძალიან შეღავათიან ფასად დაუთმო: ”ის ქარხანა ვერ მუშაობდა, უკმაყოფილო იყო ბიძინა, მომცა და მითხრა, გოგი, ამ ქარხანას გაყიდიან და ვერ მოუვლიან. მოდი, შენ მოუარე, ბანკში ჩადე, ჩემს ბანკში და თუ ვერ მოუვლი, ხომ წავიღებ ამ ქარხანას თუ არა და, განავითარებო. იმის მერე ეს ქარხანა ნაყინის წამყვანი მწარმოებელია. ჩვენი ბაზრის ნახევარი უჭირავს და საკმაოდ მომგებიანია. ექვსი წელი მოვუნდით მის რეკონსტრუქციას, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანია ახლა ჩვენს ბაზარზე”,- ამბობს გოგი თოფაძე გადაცემაში.

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში გოგი თოფაძის ბიზნესის ისტორიას 16 მარტს იხილავთ.

იხილეთ სიუჟეტი