PayPal-ს 7,7 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს

ამერიკულ გადახდის სისტემა PayPal-ს 7,7 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ამის მიზეზი კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ იმ სანქციების დარღვევა გახდა, რომელიც ვაშინგტონმა რიგ ქვეყნებს დაუწესა. საუბარია PayPal-ის საშუალებით განხორციელებული გარიგების ათობით შემთხვევაზე, რომლითაც ირანმა, კუბამ, სუდანმა და აშშ-ის ე.წ შავ სიაში შესულმა პირებმა ისარგებლეს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, PayPal-ი არ მიმართავდა შესაბამის პროცედურებს იმისათვის, რათა გადახდები წინასწარ შემოწმებულიყო და მათი უკანონოდ განხორციელების პრევენცია მომხდარიყო. ამერიკული გადახდის სისტემა მზადაა ჯარიმის გადახდისთვის.

PayPal-ი, რომელიც ინტერნეტ-აუქციონის eBay-ის მფლობელობაშია, ელექტრონული გადახდის სისტემაა. დღეისათვის იგი 190-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.