"მაკდონალდსმა" ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვა

მსოფლიოში სწრაფი კვების წამყვანმა კომპანია "მაკდონალდსმა" ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვა.

ახლა მსურველს უკვე შეუძლია შეიძინოს "ბიგმაკების" გამოსახულებიანი ფეხსაცმელები, ქურთუკები, თეთრეული და კოსტიუმები შინაური ცხოველებისათვისაც კი. თემატური პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობა მსურველს "ბიგ მაკის" ონლაინ-მაღაზიით აქვს.

ტანსაცმლის ჩვენება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში უკვე მოეწყო. "მაგდონალდსმა" ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვება კამპანია Imlovingit24-ის ფარგლებში გადაწყვიტა, რომელიც კიდევ უფრო მეტი კლიენტის მიზიდვას ისახავდა მიზნად. კამპანიის ფარგლებში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა. მათ შორის ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გინატური "პაზლი" გამოფინეს. მსგავსი ღონისძიებები შედგა სიდნეისა და ლონდონშიც.

იხილეთ ფოტოგალერეა