გიორგი მარგველაშვილი: დასანანია, რომ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს ვერ ასცდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დასანანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვერ ასცდა 20%-ს.

როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით, აღნიშნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მისი სიჯანსაღის თვალსაზრისით.

"ამ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო შეიმუშავებს მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. მე სრულიად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ ამ ხედვას, შესაბამისად დასანანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვერ ასცდა 20%-ს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.