რომელ კომპანიებში მუშაობაზე ოცნებობენ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები

აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საოცნებო სამუშაო ადგილი ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google-ია.

მსოფლიო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Universum-ის კვლევის თანახმად, პირველ ხუთეულში "გუგლის" გარდა, ასევე მოხვდნენ "უოლტ დისნეი", "ეფლი", "ნაიკი" და "მორგან ჩეისი". კვლევის ავტორთა თქმით, Google-მა გამოკითხული სტუდენტების 23.08 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა საძიებო გიგანტში მუშაობას ანაზღაურებისა და გამორჩეული სამუშაო კულტურის გამო მიანიჭეს უპირატესობა. რაც შეეხება კომპანია "ამაზონს", კვლევის მიხედვით იგი მე-11 ადგილზე გავიდა, კომპანია "მაიკროსოფთი" კი მე-12-ზე.

"უნივერსუმის" კვლევის პერიოდში, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა, გამოიკითხა 25 606 სტუდენტი, რომელთაც კვლევის ფარგლებში 230-დან ხუთი ყველაზე სასურველი ორგანიზაცია უნდა დაესახელებინათ.