”შეჩერებული ვართ იმის გამო, რომ იაფი ფული ვერ მოვიძიეთ”

”იაფი ფულის” არ არსებობის გამო, ცეზარ ჩოჩელი პერსპექტიულ პროექტებს ვერ ახორციელებს.

როგორც ბიზნესმენმა პალიტრა TV-ს გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში განაცხადა: ”მუდმივად არის იდეა და არ არის ფული. დღესაც გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგი იდეა და ვფიქრობ, მომავალში ძალიან წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. თუმცა, ჯერჯერობით შეჩერებული ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ იაფი ფული ვერ მოვიძიეთ. ჩვენთვის იაფი ფული ჯერჯერობით მიუწვდომელია”, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მისივე თქმით, ის რესურსი, რაც დღეს ფინანსურად აქვს, არის საბანკო კრედიტი.

”მაგრამ იმ საპროცენტო განაკვეთებით, რა განაკვეთებშიც დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია კრედიტი, შეუძლებელია წარმოების განვითარება”, - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.

იხილეთ გადაცემა სრულად