მამუკა ხაზარაძე - სახელმწიფო მოხელეები დროულად არ აკეთებენ პრევენციას და პოზიციას არ აფიქსირებენ, რა იქნება ხვალ

არ შეიძლება, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთად არ გამოდიოდნენ ბრიფინგზე.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ბიზნეს PRESS-თან საუბრისას განაცხადა, რომლის სრულ ვერსიას მაყურებელი ორშაბათს, 13 აპრილს პალიტრა TV-ს ეთერში იხილავს.

როგორც მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მოხელეებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა.

”ბიზნესი თავისით მოძრაობს და სახელმწიფო - თავისით. ლარის თემა რისი პრობლემაა? - აქ არის კომუნიკაციის პრობლემა. არ შეიძლება ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთად არ გამოდიოდნენ ბრიფინგზე. დამთავრებული ამბავია. როცა ერთი ცალკე ატარებს ბრიფინგს და მეორე ცალკე, საზოგადოება ხედავს, რომ მათში კომუნიკაცია არ არის. კოორდინირება არის, როცა ერთად გამოვალთ და ვიტყვით, რომ გვაქვს ერთი გზავნილი, რომ პანიკა არის 50% ლარის გაუფასურების, ნებისმიერი ვალუტის გაუფასურების. როცა სახელმწიფო, სახელმწიფო მოხელეები დროულად არ აკეთებენ პრევენციას და პოზოციას არ აფიქსირებენ, რა იქნება ხვალ, რა ფინანსური ხელსაწყოები აქვთ, რა ეკონომიკური ბერკეტები აქვთ, რომ უთხრან სახელმწიფოს და მოსახლეობას, რომ ჩვენ ვართ და სიტუაციას ვფლობთ. მაგრამ როცა ჩვენ კინკლაობას ვუყურებთ და ეს კინკლაობა გრძელდება კვირების განმავლობაში, ხალხი იბნევა და მერე უკვე სხვა რაღაცები ერთვება. როცა ერთად არ გამოდიან ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი ყველასთვის, მოსახლეობისთვის, რომელსაც 100 ლარის პრობლემა აქვს და 200 ლარის პრობლემა აქვს. ის სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ის ვერ ხედავს მკაფიო მესიჯს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ბიზნეს PRESS-თან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო