ფადი ასლი ქართველ ბიზნესმენებს სითამამისკენ მოუწოდებს

”მამუკა ხაზარაძემ და თემურ ჭყონიამ ერთი ინტერვიუთი უფრო მეტი გააკეთეს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, ვიდრე სხვა კომპანიებმა ხეების დარგვითა და ნაგვის გადაყრით”.

ამ განცხადებას ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, სოციალურ ქსელში, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ფადი ასლი ქართველ ბიზნესმენებს სითამამისკენ, უშიშრად საუბრისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს: ”მამაცად დგომით იმ პრობლემების მიმართ, რაც დღეს ბიზნესის წინაშეა, მამუკა ხაზარაძემ და თემურ ჭყონიამ ერთი ინტერვიუთი უფრო მეტი გააკეთეს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, ვიდრე სხვა კომპანიებმა ხეების დარგვითა და ნაგვის გადაყრით. მოვუწოდებ ყველა ქართველ ბიზნესმენს, გამოიჩინონ სიმამაცე და ისაუბრონ უშიშრად, რათა ქართულმა საზოგადოებამ სარგებელი მიიღოს”.