ფრთხილად, გადაჭრილი ავტომობილები!

"ჭრა-კერვის" ქართულ - გერმანული გაკვეთილები

"გერმანიის ნაგავსაყრელზე გადაჭრილ და ჯართად ჩაბარებულ ავტომობილებს­ საქართველოში აწყობენ და ახლის ფასად­ ყიდ­იან", - ასეთ დასკვნას გერმანული ტელე­კომპანია ZDF ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აქვეყნებს. ირკვევა, რომ წელიწადში დაახლოებით 1,4 მილიონი ჯართში­ ჩაბარებული ავტომობილი აფრიკისა და აღმო­სავლეთ ევროპის მიმართულებით არალეგ­ალურად მიემართება. მათ უკან კი გერმანიის ნაგავსაყრელთა მეთვალყურეებთან შეკრული კრიმინალური დაჯგუფებები დგანან. ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში 17 წლის ავტომობილი Mercedes C-კლასი აღმოჩნდა, რომელიც გერმანელმა მფლობელმა ჯართში უსასყიდლოდ ჩააბარა. მანქანა უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ჯართის გამყიდველმა "მერსედესი" გადახერხა და საბოლოოდ, წინა ნაწილის - ძრავის, ტორპედოსა და გადაცემათა კოლოფის გაყიდვით ჯამში­ 750 ევრო აიღო.  ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს მანქანა­ არ გაუსხვისებია, უკანა ნაწილი შასის ნომრით შეინახა­. მოგვიანებით, დაჯგუფების წევრებმა ძველი­ "მერსედესის" ნაწილები და წინა ნახევარი სხვა 15 მსუბუქი ავტომობილის ცხვ­ირებთან ერთად, კონტეინერში­ მოათავ­სეს და საპორტო­ ქალაქ ბრემერჰაფენიდან საქართველოში გაგზავნეს. ცნობილმა დეტექტივმა­ ბაკ­ი­ნერმა ჯართის მარშრუტის გასაკონტ­როლებლად "მერსედესის" სალონში GPS-ის ხელსაწყოს საიდუმლოდ დამონტაჟებაც­ მოახერხა.­ ასე აღმოჩნდნენ გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში, პირდაპირ შემდუღებელთა საამქროში, სადაც გერმანიიდან­ ჩამოტანილი "მერსედესის" წინა ნაწილი ნაავარიებ C-კლასის უკანა­ ნაწილს შეუერთეს. რაც მთავ­არია, 1998 წლის ავტომობილი თბილისში მეორადი ავტომობილის სტატუსით, 3.700 დოლარად უნდა გაყიდულიყო. ყველაზე დიდი პრობლემა კი იმ პირის უსაფრთხოებაა, რომელიც "ჭრა-კერვის" შედეგად მიღებულ ავტომობილს შეიძენს - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასეთი ავტომობილების უსაფრთხოება ნულის ტოლია!

არეგ­ულირებს თუ არა კანონმდებლობა მსგავს თაღლითურ ფაქტებს და რა უნდა იცოდეს მყიდველმა, რომ შედუღებული ავტომობილი არ შეიძინოს, "Aavtobild - საქა­რთველოს" მთავარი რედაქტორი შალვა­ ბუაჩიძე განმარტავს:

- გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით­ კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლო­ოდ, გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ. ანალოგიური გზებით გერმანიაში უტილიზებული ყოველი მეორე ავტომობილი, ძირითადად­, აღმოსავლეთ ევროპასა­ და აფრიკაში გადის...­ შედუღებული ავტომობილი­ სიცოცხლისთვის სახიფათოა! ავტოსაგზაო  შემთხვევისას შუაზე იხსნება, რისი არაერთი მაგა­ლითიც გვინახავს.

- გადაჭრილი ავტომობილები მხოლოდ გერმანიიდან ჩამოაქვთ თუ იაპონიიდან წამო­სული მანქანაც იმავე გზას გადის?

- მსგავსი სქემები იაპონიიდან შემოსულ­ მანქანებზე არ მუშაობს, ეს მხოლოდ გერმა­ნიაში ხდება. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ გერმანიიდან ჩამოტან­ილი ყველა ავტომობილი თბილისში იწყობა.­ ამ სქემების პრევენცია ავტომობილების ტექ­და­თვალიერ­ების­ დამკვიდრება იქნება.

- საქართველოში მსგავსი თაღლითური სქემები კანონმდებლობით არ რეგულირდება?

- სამწუხაროდ, არა და, ფაქტობრივად, ითვლება, რომ ეს პირები უკანონობას არ სჩადიან. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც იფიქროს.

- ცნობილია, რომ თითოეულ ავტომო­ბ­ილს ე. წ. ვინ-კოდი აქვს, რომელიც დაინტე­რ­ესებულ პირს მის მონაცემებს სრულად აცნობს. ეს დამცავ მექანიზმს არ წარმოადგენს?

- ვინ-კოდის გაყალბება ძნელი არ არის, რადგან მის სიზუსტეს არავინ ამოწმებს. აუცილებელია, შეძენამდე ავტომობილი სანდო ხელოსანთან შეამოწმოთ.­ კიდევ ერთ მაგალითს დაგისახელებთ: ხშირად გერმანიიდან ჩამოყვანილ ფურგონის ტიპის "მერსედესებს"­ საქართველოში ჭრიან და მას სედანად აწყობენ.

რუსუდან შელია

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”