საქართველო ქალი-ხელმძღვანელების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

”ქალები ბიზნესში: გზა ლიდერობისკენ” მიხედვით, საქართველოში ქალები მაღალი ხელმძღვანელი პოზიციების 38%-ს იკავებენ.

საქართველო მეორე ადგილზეა მსოფლიოში ქალი-ხელმძღვანელების რაოდენობის მიხედვით.

ამერიკული აუდიტორულ-კონსალტინგური ორგანიზაციის Grant Thornton-ის მიერ ჩატარებული კვლევის - ”ქალები ბიზნესში: გზა ლიდერობისკენ” მიხედვით, საქართველოში ქალები მაღალი ხელმძღვანელი პოზიციების 38%-ს იკავებენ.

კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე რუსეთია, სადაც ქალები ხელმძღვანელ თანამდებობების 40%-ს იკავებენ. პირველ ხუთეულში ასევე არიან პოლონეთი - 37%, ლატვია - 36%, ესტონეთი - 35%. კვლევის ავტორები აღმოსავლეთ ევროპაში ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების ყოფნის მაღალი მაჩვენებლის ძირითად მიზეზად საბჭოურ მემკვიდრეობას ასახელებენ. ”კომუნისტების დროს გენდერული თანასწორობა განათლების მიღების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ბევრი აღმოსავლეთევროპელი სტუდენტი გვყავს, ვინც მათემატიკურ და საინჟინრო ფაკულტეტებზე სწავლობენ, რაც შედარებით უჩვეულოა ბრიტანელი გოგონებისთვის”, - აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ბარბარა სტოკინგი.

bpn

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კვლევა ჩატარდა, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იაპონიას აქვს. კვლევის მიხედვით, იაპონიაში ქალების მხოლოდ 8% იკავებს ტოპ-მენეჯერის პოზიციას. ქვედა ხუთეულში მოხვდნენ ასევე არგენტინა - 16%, ბრაზილია - 15%, ინდოეთი - 15%, გერმანია - 14%.  ექსპერტთა განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში ხელმძღვანელ პოსტზე ქალის როლი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 22%-ს მიაღწია 2014 წელს, 2004 წელს კი ეს მაჩვენებელი 19%-ს უდრიდა. ამასთან ერთად, გაიზარდა ქალი-ხელმძღვანელების რაოდენობა ევროპაში, მათ შორის ესპანეთსა და საფრანგეთში - საერთო ჯამში, ზრდის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია (26% და 33% შესაბამისად).