კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "მზე" წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 23 აპრილს გამართულ სხდომაზე საკაბელო ოპერატორი, შპს "მზე" წერილობით გააფრთხილა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს "მზე" საკაბელო მომსახურებას ქალაქ ქუთაისში ეწევა. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა კომპანიის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ საკაბელო ოპერატორი შესაბამისი ნებართვის და ლიცენზიის გარეშე ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: "მეგა ტვ", "რუსთავი 2", "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი", "მაესტრო", "TV 11", "ერთსულოვნება", "დრო", "კომედი არხი", "GDS TV, "კავკასია", TV malli, "საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი", "აჭარა", "TV 3", "რიონი", "ენკი-ბენკი", "25-ე არხი", My Video, Карусель, THT.

ამ გარემოების გათვალისწინებით კომისიამ შპს "მზე" წერილობით გააფრთხილა და ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა დაავალა.