"ჰარლი დევიდსონის” მოტოციკლეტებს დეფექტი აღმოაჩნდა

მოტოციკლების ამერიკულმა მწარმოებელმა კომპანია "ჰარლი დევიდსონმა" გაყიდვებიდან 46 000 მოტოციკლი ამოიღო. ამის მიზეზი გადაბმულობის სისტემის (ე.წ ცეპლენიის) დეფექტი გახდა. შედეგად 2014 და 2015 წლებში გამოშვებული რამდენიმე მოდელი აღარ გაიყიდება. მათ შორის Electra Glide-ის, Ultra Limited-ის, Police Electra Glide-ის, Street Glide-ის, Road Glide-ის და Road King-ის მოდელები.

"ჰარლი დევიდსონმა" მათი გაყიდვებიდან ამოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიაში არაერთი საჩივარი შევიდა. "ჰარლი დევიდსონის" მონაცემებით, გაყიდვებიდან უკვე ამოღებული მოტოციკლებით ავარიის სულ 27 შემთხვევა იყო, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.