მსოფლიოს გიგანტი კომპანიებისათვის 2015 წლის პირველი კვარტალი მომგებიანი აღმოჩნდა

მსოფლიოს გიგანტი კომპანიებისათვის 2015 წლის პირველი კვარტალი მომგებიანი აღმოჩნდა.

ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს მსოფლიო საძიებო სისტემა "გუგლი", ონლაინ-მაღაზია "ამაზონი" და ტექნიკის მწარმოებელი "სონი".

კომპანია "ამაზონმა" მოგების ზრდის შედეგად, 22.7 მილიარდი დოლარის ოდენობის სარგებელი ნახა, რაც 15-პროცენტიან ზრდას გულისხმობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოგების ამ რაოდენობით გაზრდა ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში გაყიდვების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა.

რაც შეეხება იაპონურ კომპანია "სონის", მისი სარგებელი 2015 წელს 2,52 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით ოთხჯერ მეტია. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, "სონის" წარმატების მიზეზი სენსორებიანი მობილური ტელეფონების გამოშვება გახდა.

სარგებლის ზრდაზე საუბრობენ კომპანია "გუგლშიც". საძიებო სისტემის მოგება 4 პროცენტით გაიზარდა, მოგებამ 3,59 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც "გუგლის" წარმომადგენლები აცხადებენ, სარგებლის გაზრდა ძლიერმა მარკეტინგულმა გაყიდვებმა განაპირობა.