ზესტაფონში ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზესტაფონში ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ძველი საკოლმეურნეო ბაზრიდან ისინი მოტყუებით ახალ ბაზარში გადაიყვანეს, ახლა კი შესაბამის პირობებს არ უქმნიან. "ჩვენთვის კარგი იყო ის ძველი ბაზარი. აქ ყველაფერზე წუწუნებს ბაზრის ადმინისტრაცია. გვერდით დახლზე ქუდი რომ დადო, იმაზეც ერთ ამბებს ტეხავს, თუ უახლოეს მომავალში ჩვენი პრობლემები უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ძველ ბაზარში დავბრუნდებით,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანანა დოლიძე.

აქციის მონაწილეები ასევე ზესტაფონის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვითაც იმუქრებიან.