"ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია"

"ჩვენს კომპანიას ხელისუფლების ზედა რგოლი ბლოკავს, იქ განსაზღვრავენ, ვინ იმუშაოს და ვინ - არა"

შპს "ემ-ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ­ გოძიაშვილი ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ყოფილი თუ ამჟამინდელი მთავრობის მაღალჩინოსნები მუშაობის საშუალებას­ არ აძლევენ.

ვახტანგ გოძიაშვილი, ბიზნესმენი:­ - ჩვენს ბიზნესორგანიზაციას ამერიკული კომპანია­ "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზის" შვილობილი­ ქართ­ული კომპანია შპს "ჯორჯიან მანგან­ე­ზ­ისთვის" მომსახურება უნდა გაეწია. ექსკ­ლუზიური ხელშეკრულება გავაფორმეთ­ და მანგანუმის მადნის მოპო­ვება-გადამუშავება-მიწოდების ვალდებულება ავიღეთ. თუმცა,­ ყოფილი­ და დღევანდელი თანამდებ­ობის პირები ჩვენს საქმიანობაში უხეშად ჩაერი­ვ­ნენ და ჩვენი კომპანია­ გაჩერდა. გაიძახიან, ბიზნესი ხელშეუხებელიაო, სინამდვილეში კი ასე არ არის.ბევრი მიზეზი დასახელდა, თუ რატომ მებრძვიან. ჯერ ითქვა, თითქოს სააკაშვილის მეგობარი­ ვარ და ის ჩემი შვილის­ ნათლიაა. რაც ტყუილია. 2003 წლიდან სააკა­შვილთან კავშირი­ არ მქონია.

- ადრე რა ურთიერთობა გქონდათ?

- ვიცნობდი არა მარტო სააკაშვილს, ასლან აბაშიძესაც და ედუარდ შევარდნაძესაც. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. ცნობილი­ მოვლენები, როცა კახა თარგამაძე ჩამოშორდა ხელისუფლებას, ჩემი ინიც­ირებული იყო. საკრებულოს წევრი 2006 წლამდე­ ვიყავი, მერე წავედი პოლიტიკიდან დადავიწყე ბიზნესი, მაგრამ არ მქონია სას­ათბურე პირობები, პირიქით,­ ყოველმხრივ მზღუდავდნენ­. 2012 წლის ცვლილებებზე დიდ იმედს ვამყარებდი,­ მაგრამ მწარედ შევცდი. 2014 წლის აპრილის დასაწყისში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზისთან" და მალევე დაიწყო ჩემი შევიწროებაც. ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს,­ დაინტერესდეს ჩემი საქმით, შემიძლია კონკრეტული გვარები დავუსახელო, რა უხეშად ჩაერივნენ ბიზნესში. საჯარო განც­ხადებაც გავაკეთე, მაგრამ არ გამომხმაურებია. მხოლ­ოდ თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვი­ლი დამპირდნენ, რომ შეისწავლიან ამ საკითხს. ვაცხადებ:­ ჩემს ბიზნესში უხეშად ერეოდნენ ზვიად ჯანყარაშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

იხილეთ გაგრძელება