ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ბიზნესმენების ცოლები?

ცნობილი ბიზნესმენების საქმიანობის, მათი ბიზნესის ისტორიის, ქონებისა და კაპიტალის გარდა, ყოველთვის საინტერესოა მათი მეორე ნახევრების ვინაობა და საქმიანობა. იშვიათია, როცა ბიზნესმენის მეუღლეები თავადაც აქტიური საქმოსნები არიან. მეტწილად, ისინი ქმრების ქონების ან ბიზნესის ნაწილს ფლობენ, თუმცა ბიზნესში თავად არ ერევიან.

bpn.ge დაინტერესდა, თუ ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ბიზნესმენების მეორე ნახევრები.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის, ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის მეუღლე ნათია კანდელაკია

- წარსულში მოდელი და მოცეკვავე. მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ასაკში გათხოვდა, უმაღლესი განათლება მაინც მიიღო და კავკასიის ბიზნეს სკოლა დაამთავრა. ამ ეტაპზე ნათია საკუთარი პროფესიით არ მუშაობს, რადგან მისი მთავარი პრიორიტეტი ოჯახია. სოსო ფხაკაძესა და მის მეუღლეს ოთხი შვილი ჰყავთ.

"თი-ბი-სი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მეუღლე ირინა ხიდაშელია

. როგორც ხაზარაძე ამბობს, სიყვარულში გაუმართლა. მისი მეუღლე – ირინა ხიდაშელი მისი თანაკლასელია და ბავშვობიდან იცნობს. ბიზნესმენის თქმით, მეუღლე მის საქმეებში არ ერევა, მაგრამ მისთვის დიდი სტიმულია. ჰყავთ ხუთი შვილი, რომლებიც შრომისმოყვარეობასა და ცხოვრებაში დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე ეჩვევიან. რაც შეეხება ირინას საქმიანობას, ხაზარაძის თქმით, ის საპატრიარქოს ლანდშაფტის სკოლაში იყო დაკავებული.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას მეორე ნახევარი მარინა გუნია პროფესიით ექიმია, თუმცა პროფესიას არ გაჰყოლია. მას ხშირად შენიშნავთ სამოდელო ბიზნესში თავის ქალიშვილ სოფო ჭყონიასთან ერთად.

"ავერსის" გენერალური დირექტორის, პაატა კურტანიძის მეუღლე ნინო ჭარხალაშვილია

. მას და ბიზნესმენს 6 შვილი ჰყავთ. დამატებითი ინფორმაცია ბიზნესმენის მეუღლეზე არ მოიპოვება.

ბიზნესმენისა და პარლამენტარის, გოგი თოფაძის მეუღლე, მარინა თოფაძე პროფესიით პედაგოგია. ის შპს "ყაზბეგი ტობაკოს" პარტნიორია. კომპანია ხუთი დასახელების სიგარეტს უშვებს. საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, მარინა თოფაძის წილი კომპანიაში 1.4%-ია.

"რედიქს ჯგუფის" გენერალური დირექტორის, ლაშა პაპაშვილის მეუღლე ხათუნა ფარჯანაძეა, რომელიც მსახიობ ნათია ფარჯანაძის დაა. ნათიას პოპულარობა სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა.

თაკო ესებუა