საქართველოში ბავარიული სამეფო ლუდის ხარშვა იწყება

საქართველოში ბავარიული სამეფო ლუდის ხარშვა იწყება, - ამის შესახებ შეთანხმებას კომპანია "კასტელისა" და ბავარიული სამეფო ლუდის "კალტემბერგის" წარმომადგენლები დღეს მოაწერენ ხელს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. "ლუდი, რომელიც საქართველოში გერმანულ-ქართული ინვესტიციით დამზადდება, ბავარიული სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. სამეფო ოჯახის წინამძღვარი, ბავარიის პრინცი, ლუიპოლდ რუპრეჰთ ჰაინრიხი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია "კასტელმა" ქარხნის გადაიარაღებისათვის და უმაღლესი გერმანული სტანდარტების მისაღწევად 3 მილიონ 200 ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა.