სოროსი მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს

ამერიკელი მილიარდერი, ჯორჯ სოროსი მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს. ცნობილი ფილანთროპის აზრით, მომდევნო მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტი ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაიწყება. ცნობილი მილიარდერის თქმით, მსგავსი სცენარი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ჩინეთი თავის ეკონომიკას მხოლოდ შიდა საჭიროებებისკენ მიმართავს და არა ექსპორტისკენ. ამ შემთხვევაში კი ჩინეთის მთავრობას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გარე ძალებთან შეჭიდება მოუწევს, რამაც შესაძლოა, კონფლიქტის სახე მიიღოს. "თუ ჩინეთსა და ამერიკის სამხედრო მოკავშირეს, მაგალითად, იაპონიას შორის დაპირისპირება დაიწყება, არ იქნება გაზვიადებული ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი", - განაცხადა ფონდი "ღია საზოგადოების" დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა. მისივე თქმით, ამ მხრივ ჩინეთს მხარს რუსეთი დაუჭერს.