”დოიჩე ბანკი” 55 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

გერმანული ”დოიჩე ბანკი” ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ამერიკულმა კომისიამ ფინანსური კრიზისის პერიოდში 1,5 მილიარდი დოლარზე მეტი ოდენობის დანაკარგების დაფარვის გამო დააჯარიმა.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ინფორმაციით, ”დოიჩე ბანკი” თანახმაა გადაიხადოს 55 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა.

SEC-ის ბრალდება 2008-2009 წლის პერიოდს ეხება, როცა მსოფლიო ფინანსური კრიზისის წინაშე იყო. SEC-ის ხელმძღვანელის ენდრიუ ჩერესნის განცხადებით, კრიზისის პერიოდში, ”დოიჩე ბანკმა” წარდგენილ ფინანსურ ანგარიშში არ ასახა არსებული რისკები.