უცხოური კომპანიები საქართველოს ენერგოსექტორში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ

ისრაელის ცნობილი კომპანია "პეგასუსი" და უმსხვილესი ჩინური კომპანია CEFC-ი საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ, - ინვესტირებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივან, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან ერთად შეხვდა.

შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pugasus East West-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი და კომპანია CEFC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.