სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერები 10 ივნისის შემდეგ ჩაირთვება

"თბილისის მიკროავტობუსი" კონდიციონერის ჩართვის შესახებ მითითებას მძღოლებს 10 ივნისის შემდეგ მისცემს. როგორც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" განაცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის შეკეთების პროცესი. მათივე ინფორმაციით, სისტემა მიკროავტობუსების 80%-ში უკვე შეკეთდა და გამართულად მუშაობს, პროცესი კი ივნისის თვის დასაწყისისთვის დასრულდება.

"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, 10 ივნისის შემდეგ კომპანია მძღოლებს მისცემს მითითებას კონდიციონერის ჩართვის შესახებ. კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი დააფიქსირებს რაიმე გადაცდომას ამ მიმართულებით, შეატყობინონ ცხელ ხაზზე - 200 340.