წყნეთში სუპერმარკეტი "სმარტი" და "დანკინ დონატსის" რესტორანი გაიხსნა

"ვისოლ ჯგუფმა" წყნეთში სუპერმარკეტი "სმარტი" და "დანკინ დონატსის" რესტორანი გახსნა.

როგორც "ვისოლ ჯგუფში" აცხადებენ, დღეიდან 8 ივნისამდე ადგილობრივ მომხმარებელს "სმარტში" ყველა პროდუქტზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, "დანკინ დონატსის" პირველი ასი მომხმარებელი კი უფასო დონატს მიიღებს.  "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, "ვისოლ ჯგუფის" ახალ ობიექტებზე 70-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

"ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიების ქსელის განვითარება ახალ ფაზაში შედის. წყნეთში "სმარტისა" და "დანკინ დონატსის" ობიექტები გამოირჩევა თავისი ერგონომიკით და თითოეული დეტალი მომხმარებელს კიდევ ერთხელ არწმუნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიტყვა - ხარისხი. მომსახურების ხარისხის სრულყოფისათვის "სმარტი" წყნეთში 24 საათი იმუშავებს და ერთ სივრცეში განთავსებული სუპერმარკეტი პირველადი მოხმარების პროდუქტებით, მზა კერძებით, ყოველდღიურად ახალი ხორცით, პურ-ფუნთუშეულით, საკონდიტრო ნაწარმითა და ექსკლუზიური ევროპული პროდუქტებით, მსოფლიოში ცნობილ "დანკინ დონატსის" ყავის პროდუქტებთან, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებულ და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეულ სენდვიჩებთან და 28 სახეობის დონატებთან ერთად, მომხმარებელს ახალ ობიექტზე სტუმრობას სასიამოვნო გამოცდილებად უქცევს", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

წყნეთში "სმარტისა" და "დანკინ დონატსის" ოფიციალურ გახსნას ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე დაესწრო, მან წყნეთელებს აღნიშნული ობიექტის გასხნა მიულოცა.

წყნეთის "დანკინ დონატსის" რესტორანში ასევე განთავსდა "ვენდის" კიდევ ერთი "Frosty Corner"-ი, სადაც სხვადასხვა არომატისა და ინგრედიენტების გამოყენებით შექმნილი 25-ზე მეტი სახეობის ნაყინი, შეიკები და ნაყინზე დამზადებული პროდუქტებია წარმოდგენილი. როგორც "ვისოლ ჯგუფში" აცხადებენ, "სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

"ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. წყნეთის ობიექტი "დანკინ დონატსის" უკვე მეხუთე რესტორანია, რომელიც მოკლე დროში ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. "ვისოლ ჯგუფი" 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 "დანკინ დონატსის" რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს", - აცხადებენ "ვისოლ ჯგუფში".