2015 წლის 15 ყველაზე მოთხოვნადი სკოლა საქართველოში

წელს პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. თუმცა ბევრია სკოლა, სადაც თავისუფალი ადგილები რამდენიმე წუთში შეივსო. ასეთ სკოლებში არა მხოლოდ პირველკლასელთა მიღება ჭირს, არამედ სხვა სკოლებიდან უფროსკლასელთა გადაყვანაც შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკოლაში გადასვლის მსურველის დედმამიშვილი უკვე აღნიშნული სკოლის მოსწავლეა, დირექტორები მისთვის თავისუფალი ადგილის გამონახვას ვერ ახერხებენ.

სკოლებზე მოთხოვნას ხშირად განათლების ხარისხზე მეტად, დაწესებულების პოპულარობა, პრესტიჟულობა და ადგილმდებარეობა განაპირობებს. როგორც მშობლების ნაწილი ამბობს, ამა თუ იმ პრესტიჟულ სკოლაში შესაძლოა, სულაც არ იყოს იდეალური

საგანმანათლებლო პირობები, თუმცა ურჩევნიათ შვილი პერიფერიის ნაცვლად, ცენტრალურ უბანში, პოპულარულ სკოლაში მიიყვანონ, სადაც მათ შვილებს მაღალი სოციალური ფენის ოჯახებთან ექნებათ ურთიერთობა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მშობლებს ყველაზე მეტად შვილის შეყვანა შემდეგ სკოლებში სურთ:

თბილისი:

კლასიკური გიმნაზია

1-ლი ექსპერიმენტული

#23-ე საჯარო სკოლა

#24-ე საჯარო სკოლა

# 51-ე საჯარო სკოლა

# 52-ე საჯარო სკოლა (ყოფილი "ბალავარი")

# 55-ე საჯარო სკოლა

# 87-ე საჯარო სკოლა

# 161-ე საჯარო სკოლა

# 166-ე საჯარო სკოლა

# 175-ე საჯარო სკოლა

რაც შეეხება რეგიონებს, საქართველოს დიდ ქალაქებში ყველაზე მოთხოვნადია ქუთაისის #41, ზუგდიდის #2, ბათუმის პირველი, რუსთავის #24 საჯარო სკოლები.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE