Google 15 წლის შემდეგ

დღეს Google-ის მე-15 დაბადების დღეა.

დიახ, Google, რომელიც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, 15 წლის გახდა. ასე რომ, სწორედ ის დროა თვალი გადავავლოთ ამ 15 წლის განმავლობაში საძიებო გიგანტთან დაკავშირებით დაგროვილ ყველაზე შთამბეჭდავ ფაქტებს.

მაშ ასე:

- მიმდინარე საბაზრო ღირებულება 275 მილიარდ დოლარზე მეტი = 2-ჯერ Facebook-ის ღირებულებას.

- ყოველ 1 წამში Google-ზე 11 600-ზე მეტი ძიება ფიქსირდება 146 ენაზე

- სიტყვა Google არის სიტყვა Googol-ის არეული ვარიანტი. გუგოლი ნიშნავს რიცხვს, რომელიც ერთიანისა და 100 ნულისაგან შედგება.

- 2004 წლიდან მოყოლებული Google-ს წლიური შემოსავლები 16-ჯერ გაიზარდა. შედარებისათვის - Apple-ის შემოსავლები ამ პერიოდში 19-ჯერ არის გაზრდილი.

- Google street view-ის შედეგად ასახული მანძილი 1.6 მილიონ კილომეტრს აჭარბებს

- ყოველთვიურად Youtube-ზე Google-ის კუთვნილი ვიდეოების ნახვის საერთო დრო ჯამში 450 000 წლიწადს უტოლდება.

- 2013 წლის მეორე კვარტალში Google Android-ზე მომუშავე მობილური ტელეფონების წილმა საერთო გაყიდვების მაჩვენებელში 79% შეადგინა. შედარებისათვის, Apple-ის iOS-ზე მომუშავე ტელეფონების გაყიდვები 13%-ს შეადგენდა.

- რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საძიებო გიგანტმა 2009 წელს თავისი სათავო ოფისის გარშემო არსებული ბალახის საფარისათვის თხების ფარა იქირავა, რათა ბალახის საკრეჭი მანქანები ჩაენაცვლებინა.

”ჩვენი სათავო ოფისის ირგვლივ მდელოებზე ბალახია შესაკრეჭი, რათა შევამციროთ სარეველები და ავიცილოთ ცეცხლის გაჩენის საფრთხე. ამ გაზაფხულზე გადავწყვიტეთ ’დაბალნახშირბადოვანი’ მიდგომა აგვერჩია და ხმაურიანი ბალახის საკრეჭი მანქანების ნაცვლად, რომლებიც ჰაერს აჭუჭყიანებენ, დავიქირავეთ გარკვეული რაოდენობის თხები ამ სამუშაოს შესასრულებლად (არ ვხუმრობთ)”, - სწორედ ასეთი ტექსტი წაიკითხა გაოგნებულმა მომხმარებელმა 2009 წლის 1 მაისის დილას Google-ის ოფიციალურ ბლოგზე.

P.S. დაბადების დღეს გილოცავთ, გუგლო! გისურვებთ გახდე გუგოლი!

Videobpn

video,Google 15 წლის შემდეგ - საძიებო გიგანტი იუბილარია