როგორ ვიშოვოთ ნახევარი მილიონი სველი ხელსაწმენდის ბიზნესით

ჰიგიენის საშუალებების წარმოება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო მიმართულებაა ნედლეულის დაბალი თვითღირებულების, წარმოების მარტივი პროცესისა და უდიდესი მოთხოვნის გამო, თუმცა ამ დადებითი მხარეებიდან გამომდინარეობს ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი - მაღალი კონკურენცია, რაც აიძულებს მეწარმეებს გაწიონ დიდი სარეკლამო ხარჯები. თუმცა არსებობს ბევრად მარტივი გამოსავალი, რაც გულისხმობს დიდ ბაზარზე არსებული საკმაოდ მომგებიანი ნიშის - კორპორატიული სეგმენტის ათვისებას.

მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია სველი ხელსაწმენდების მსოფლიოს ლიდერი კომპანიების პროდუქცია, რომლებსაც ძნელია კონკურენცია გაუწიო ადგილობრივი მცირე წარმოებით, არსებობს მომგებიანი სეგმენტი, სადაც სწორედ ადგილობრივ მცირე წარმოებას აქვს კონკურენტული უპირატესობა. ეს სეგმენტია - კორპორატიული ბრენდირების სველი ხელსაწმენდების წარმოება, ქართული კომპანიების ინდივიდუალური დიზაინის მიხედვით, ისეთი ინდუსტრიებისთვის როგორიცაა რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, კაზინოები, ოპტიკური სალონები, კლინიკები, კომპიუტერული მაღაზიები.

ზემოთ შემოთავაზებული ნიშური მიმართულების არჩევა მომგებიანია რამდენიმე მიზეზის გამო:

1. თითოეული კლიენტის მხრიდან შეკვეთის მოცულობის სიმცირიდან გამომდინარე უცხოური კომპანიები (თუნდაც თურქული) არ არიან დაინტერესებული მისი წარმოებით.

2. მსგავსი დაკვეთებისას ტრანსპორტირების ხარჯის სიმცირისა და მიწოდების სისწრაფის გამო, ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვანი უპირატესობა გაჩნია უცხოურ კონკურენტებთან შედარებით.

3. გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ შეიძლება განისაზღვროს პოტენციური კლიენტების სია, შანსი გვეძლევა ვაწარმოოთ დაირექთ მარკეტინგი, ანუ შეთავაზება გავუკეთოთ პირდაპირ პოტენციურ კლიენტს. გაყიდვების და მარკეტინგის მსგავსი მიდგომა გაცილებით უფრო ეფექტური და ნაკლებ ხარჯიანი სტანდარტულ სატელევიზიო, თუ რადიო რეკლამებთან შედარებით.

მოცემულ ბიზნეს გეგმაში წარმოდგენილია ბიზნესის „სველი ხელსაწმენდის წარმოების“ დასაწყებად საჭირო ინვესტიციის მოცულობა, საწარმოო პროცესი, ძირითად საშუალებებში ინვესტირების სტრუქტურა, გაყიდვების სტრატეგია, ძირითადი საპროგნოზო ფინანსური მაჩვენებლები. უპირველესად უნდა აღინიშნოს რომ ბიზნესის დასაწყებად საჭირო საწყისი ინვესტიცია საკმაოდ მცირეა და არსებობს მრავალი წყარო მისი დაფინანსების.

bpn

მსგავსი მცირე წარმოებების გახსნა განსაკუთრებით პერსპექტიული გახდა  ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გაშვების შემდეგ. პროგრამა ითვალისწინებს საბანკო სესხზე დარიცხული პროცენტის ძირითადი ნაწილის დაფინანსებას და ასევე უზრუნველყოფაში 50%-მდე თანამონაწილეობას, რაც საშუალებას იძლევა, მოვიზიდოთ საკრედიტო რესურსი 1-3%-მდე განაკვეთით.

პროექტის შესახებ

სველი ხელსაწმენდი წარმოადგენს ლოსიონით გაჟღენთილ სპეციალურ მატერიას. ხშირ შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური ქსოვილები: ე.წ თერმობონდი, სპანბონდი, კემიკლბონდი, სპანლეისი და აირლეიდი, მათ შორის არსებობს ხარისხობრივი განსხვავება და მათი ნედლეულად შერჩევა დამოკიდებულია საბოლოო პროდუქტზე, თუ რა მიზნობრიობით უნდა მოხდეს მისი გამოყენება: ჰიგიენურ თუ ზედაპირის საწმენდად. რა თქმა უნდა, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლოსიონის შერჩევას, რომელითაც ხდება ძირითადი დიფერენცირება მსგავს პროდუქტებს შორის. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტის გარეგანი შეფუთვა, გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს კლიენტები დამზადებულ პროდუქციას ძირითადად იყენებენ მარკეტინგული დანიშნულებით, უხარისხო შეფუთვამ ან დიზაინმა ნაცვლად დამატებითი კეთილგანწყობის მოპოვებისა, შეიძლება გაუფუჭოს მათ ბრენდს იმიჯი.

იხილეთ ბიზნესგეგმა სრულად