ყველაზე პოპულარული ბიზნეს ვებსაიტები

ონლაინ ბიზნესმკვლევარი eBizMBA ყველაზე პოპულარული ბიზნეს ვებსაიტების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგში 15 ბიზნეს საიტი მოხვდა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი უნიკალური ვიზიტორითა და პოპულარობით გამოირჩევა. რეიტინგის თანახმად, ბიზნესისა და ფინანსების შესახებ ახალი ამბების გასაგებად ყველაზე ხშირად მომხმარებლები Yahoo-ს Finance-ს სტუმრობენ. eBizMBA-ს მონაცემებით, ყველაზე მეტი, ყოველთვიურად საშუალოდ, 75 მილიონი უნიკალური ვიზტორი სწორედ Yahoo Finance-ს ჰყავს.

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ამერიკული გამოცემა Forbes, რომლის ონლაინ ვებგვერდს ყოველთვიურად 65 მილიონი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს. მესამე ადგილზე კი MSN MoneyCentral აღმოჩნდა, რომელსაც ახალი ამბების შესატყობად ყოველთვიურად 60 მილიონი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

რეიტინგის პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ CNN Money – 58 მილიონი უნიკალური ვიზიტორით და ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის ონლაინ ვებგვერდი, რომელსაც ყოველთვიურად 42 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. რაც შეეხება ყველაზე პოპულარული ბიზნეს ვებსაიტების რეიტინგის სხვა გამოცემებს, ათეულში დასახელდნენ Google Finance, „ბლუმბერგი“, CNBC, Fool და ასევე ამერიკული გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“. ბრიტანულ გამოცემა Financial Time-ი კი, ყოველთვიურად 17 მილიონი უნიკალური მნახველით, რეიტინგის მე-13 პოზიციაზე აღმოჩნდა.