Tale Of Us GEM fest-ისთვის ემზადება

მულტიფუნქციური GEM fest საქართველოში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ქცევისთვის უკვე 2 თვეა ემზადება. ფესტივალის ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები ანაკლიაში დასასრულს უახლოვდება.  ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი GEM fest-ის დამფუძნებლებისგან სასიამოვნო სიახლეები არ წყდება. დღეს ისინი კიდევ ერთ ანონსს აკეთებენ. ანაკლიაში, პეციალურად GEM fest-ზე შეკრებილი საზოგადოებისთვის ყველასთვის ცნობილი და საყვარელი, Tale Of Us დაუკრავს.

დღესდღეობით, მათი პოპულარობის მაჩვენებელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაორმაგებულია. ბოლო პერიოდში, Tale of us წარმატებული გამოსვლები ჰქონდა რომში, მილანში, მაიამსა და მადრიდში, რის შედეგადაც, დამატებით, მიიღო ყველაზე დიდი ჯილდო, მილიონობით მელომანის სიყვარული.

Tale Of Us არ არის ერთადერთი ვირტუოზი შემსრულებელი, რომელსაც წელს GEM fest უმასპინძლებს. ფესტივალს გრემის ნომინანტი და „ბუმა კულტურ პოპის“ ჯილდოს მფლობელი, არმინ ვან ბიურენი გახსნის. ასევე, სპეციალურად ფესტივალისთვის, 23-ზე მეტი ქვეყნიდან ყველაზე წარმატებული 100-ზე მეტი დიჯეი ჩამოვა, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენას მონაცვლეობით დაიკავებს.

საფესტივალო ტერიტორიაზე, ჯამში, 5 სცენა იმუშავებს, მათ შორის, ერთი განთავსებული იქნება აკვაპარკში, მეორე კი ზღვაში. სცენას ქართველი მუსიკოსებიც დაიკავებენ.

შეგახსენებთ, რომ GEM fest ანაკლიაში 30 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება. წინ კი უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია bpn.ge.