"ალდაგმა" ავტომფლობელებისთვის საზაფხულო აქცია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" მომხმარებლებისთვის საზაფხულო აქცია დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით,  ყველა, ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით, კუთვნილი ავტომობილისთვის შეიძენს ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, კომპანიისგან ექსკლუზიურად მიიღებს ულიმიტო ავტორეცხვის ბარათს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ "ალდაგის" ფასით და გარეცხონ მანქანა 50%-იანი თანადაფინანსებით კომპანია "ვისოლის" ავტოსამრეცხაოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი", მთელი წლის განმავლობაში გადაიხდის მანქანის ყოველ ჯერზე გარეცხვის საფასურის 50%-ს.

კომპანია "ალდაგის" ინფორმაციით, მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავალობაში, ავტოდაზღვევის მფლობელები დამატებით ისარგებლებენ ისეთი ბენეფიტებით, როგორებიცაა: 7 თეთრიანი ფასდაკლება ყოველ ერთ ლიტრ საწვავზე ვისოლის ქსელში, ფასდაკლება ვრცელდება გამორჩეული ხარისხით ცნობილ ეკო საწვავზეც.

2015 წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "ალდაგი" მომხმარებლებს ექსკლუზიურ ბენეფიტებსა და აქციებს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს.